"ეჰ, თამუნია, თამუნია" - ვინ იყო სინამდვილეში ქუთაისელი ლამაზმანი

tamunia

"ეეჰჰ, თამუნია, თამუნია" - ეროსი მანჯგალაძის დაუვიწყარი ტემბრით წარმოთქმულ, ქალის ამ სახელს, გულიც რომ თან ამოჰყვება, იცით, ვისი მისამართით იყო ნათქვამი? ვინ იყო შერეკილების თამუნიას რეალური პროტოტიპი?

თამუნია გენძეხაძეს მთელი ქუთაისი და თბილისი ეტრფოდა. ეს ის თამუნიაა, რომელიც ჯერ რეზო გაბრიაძის მუზად იქცა, მოგვიანებით კი – გია ყანჩელის. პროტოტიპს გენიალურ „შერეკილებში“ უკვდავება სწორედ დრამატურგის მახვილმა კალამმა არგუნა.

დათო ლიკლიკაძე: – ძირძველ ქუთაისელებს კარგად ემახსოვრებათ თამუნია გენძეხაძე…

ღმერთო, რა ლამაზი იყო ქალბატონი თამუნია. მე რომ მას ქუჩაში ავედევნებოდი, უკვე 70 წელს იყო გადაცდენილი, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, ისეთი არისტოკრატული, ისეთი ნაზი, ისეთი სათნო… ან რა ხმა ჰქონდა. რომ დაიწყებდა საუბარს, ეგრევე გაჯადოვებდა. ან როგორ უხდებოდა სიგარეტი, ან როგორ სვამდა ჩაის 90-იანი წლების ბისტროში ზაირასთან ერთად.

– ქალბატონო თამუნია, წარმომიდგენია მაშინ რა ლამაზი იქნებოდით, როცა რეზო გაბრიაძემ მისი გენიალური ფილმის სცენარისთვის დაწერა თქვენზე, ან რა შთაგონება ექნებოდა გია ყანჩელს.

– დათო, დედიკო, არ გაიმეორო ეგ, არ არის მართალი… უხერხულია ბატონ რეზოსთან…

– მართალია, მართალი – (დამიდასტურა ზაირამ) ულამაზეს თამუნიაზე მთელი ქუთაისი და თბილისი იყო შეყვარებული. ვერც რეზო გაბრიაძე დარჩა გულგრილი.

მერე ქალბატონი თამუნია გარდაიცვალა. ბოლომდე ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. ღმერთო, მისი მომაჯადოებელი ხმა ახლაც ჩამესმის ყურში. ზაირიკოც მოკვდა…

ეჰ, თამუნია, თამუნია...

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ იყო წმინდა პორფირე და რა კავშირი აქვს მას გენიალურ "შერეკილებთან"

როცა დამნაშავე არ ხართ და გლანძღავენ, როცა შენზე სიცრუეს იტყვიან, მადლობა უთხარი“ - ბერი ნიკოლოზ გურიანოვის შეგონებანი

შური, უიმედობა, გრიგალივით ანადგურებს ჯანმრთელობას... მისი საწინააღმდეგო წამალია რწმენა" - მამა ბენიამინი