ყველას შეუძლია ბავშვის შეძენა, რამდენი ბავშვიც სურთ, შეზღუდვა არ არის. მაგალითად, ერთმა ჩინელმა მილიარდერმა სუროგაციით გაჩენილი ასზე მეტი ბავშვი შეიძინა - ოლივია მაურელი

ორსულები

სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებზე ძალადობა ახალი არ არის, ამის შესახებ სამწუხაროდ, ბევრი ცნობებია, ჩვენ კი მხოლოდ აისბერგის წვერი ვიცით, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „კასაბლანკას დეკლარაციის ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივია მაურელმა, სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისივე თქმით, ახლახან კალიფორნიაში აღმოაჩინეს „საშინელებათა სასახლე“, სადაც სამი წლის განმავლობაში სუროგაციით დაბადებული 21 ბავშვი ჰყავდათ, ეგრეთ წოდებულ „საშინელებათა სასახლეში“.

„ამ ბავშვებზე ძალადობდნენ, პოლიციამ ადგილზე დამწვარი ბავშვის სხეულიც კი იპოვა, ამ ბავშვებს აწამებდნენ, სცემდნენ, ეს აჩვენებს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც ბევრი რეგულაციებია სუროგაციასთან დაკავშირებით, ბავშვების საშინელი ადამიანებისგან დაცვა შეუძლებელია.

ყველას შეუძლია ბავშვის შეძენა, რამდენი ბავშვიც სურთ, შეზღუდვა არ არის.

მაგალითად, ერთმა ჩინელმა მილიარდერმა სუროგაციით გაჩენილი ასზე მეტი ბავშვი შეიძინა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ასეთი შემთხვევა საშინელია, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ისტორიაა, როდესაც ავსტრალიელი წყვილი რუსეთში ჩავიდა სუროგაციით ბავშვის შესაძენად და მანამ სანამ ეს ბავშვი 7 წლის გახდა, მასზე სექსუალურად ძალადობდნენ, ეს ბავშვი მთელს მსოფლიოში დაჰყავდათ და მასზე სხვადასხვა მამაკაცები სექსუალურად ძალადობდნენ“, - აღნიშნა ოლივია მაურელმა.

✕