საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
ანტონ მარტყოფელის სახელობის ღვთაების მამათა მონასტერში მისულთ მასპინძლად ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბენიამინ ბელქანია დაგხვდებათ. გამხდარი და თითქოს გამჭვირვალე მოძღვარი უყურადღებოდ არ დაგტოვებთ. გჩუქნით ანტონ მარტყოფელის ხატის ასლს, ტაძრის დღესასწაულის კალენდარს და სულის ცხონებისთვის სასარგებლო რჩევების ჩამონათვალს.
საზიანოა ჯანმრთელობისთვის: შური გრიგალივით ანადგურებს ადამიანის ჯანმრთელობას. როგორც ჟანგი რკინას ჭამს, ასევე შურით ისპობა ადამიანის ჯანმრთელობა.
შურის საწინააღმდეგო წამალია სიყვარულის ნიჭი. სიყვარულის წყარო მხოლოდ ღმერთია. დილის ლოცვებში ყოველდღიურად უნდა ითხოვო სიყვარულის ნიჭი.
უიმედობაც ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მისი საწინააღმდეგო წამალია რწმენა და მოთმინების ნიჭი. ყოველდღიურად ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ რწმენისა და მოთმინების ნიჭი.
წელის გამოჩენა მანდილოსნებს უზიანებს თირკმელსა და საშვილოსნოს, რაც იწვევს უშვილობას. ითხოვეთ ღვთისაგან სიწმინდის ნიჭი.
ფილმებში სისასტიკის ყურება საზიანოა მოზარდებისთვის, რადგან ისინი ზნეობრივად მახინჯდებიან.
ურთიერთობა ექსტრასენსებთან, მაგებთან, მკითხავებთან იწვევს სულიერ აშლილობას, ნევროზს...
სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის: ავადმყოფობა ზოგჯერ შედეგია ცოდვებისა, ამიტომ ექიმთან ერთად, აღსარებისთვის მოძღვარს უნდა მივმართოთ.
ნაკურთხი წყლისა და სეფისკვერის უზმოზე მიღება.
აღსარების საიდუმლო, ზიარება, შვიდგზის ზეთის ცხება.
წმინდა წერილის და წმინდანთა დარიგებების კითხვა.
კლასიკური მუსიკის და საგალობლების მოსმენა.
ხატთან ან წმინდანის საფლავთან დანთებული კანდელის ზეთის ცხება შუბლზე ჯვრის სახით.
განუწყვეტელი ლოცვა: "უფალო იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი." ან "ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე."
უკურნებელი სენი თუ გეწვიათ, ნუ შეშინდებით, იმედს ნუ დაკარგავთ. გახსოვდეთ, რომ უიმედობა ყველაზე დიდი ცოდვაა. მოიწვიეთ მოძღვარი და მისი დარიგებებით ისარგებლეთ.
განკურნებისთვის აუცილებელია ქრისტეს რწმენა და სინანული...
ასევე დაგაინტერესებთ:
ვინ იყო წმინდა პორფირე და რა კავშირი აქვს მას გენიალურ "შერეკილებთან"