2027 წლიდან ხელფასები იზრდება - რომელ სფეროში დასაქმებულებს შეეხება ცვლილება
1794601190
ღვეზელის სწორად გამოცხობა კერძის მომზადების ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპია. სწორედ ამიტომ, სპეციალისტმა Southern Living-თან საუბარში განმარტა, ღუმლის რომელ თაროზე ჯობს მისი მოთავსება, ზედაზე თუ ქვედაზე, რათა შედეგი იდეალური გამოვიდეს.
ღუმელების უმეტესობას ორი თარო აქვს. როგორც საკონდიტრო საქმის სპეციალისტმა მეგი დევისმა აღნიშნა, ღვეზელების გამოცხობა უმჯობესია ღუმელის ძირთან ახლოს.
„შევნიშნე, რომ როგორც კონვექციურ, ისე ჩვეულებრივ ღუმელში ქვემოდან წამოსული სითბო ეხმარება ქვედა ქერქს ბოლომდე გამოცხობაში და თავიდან გვაცილებს ზედა ნაწილის ზედმეტად დაბრაწვას“, - განმარტა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ქვედა თაროზე ცხობა ძირის გამოცხობისას ზედა ნაწილის გადახურებას არიდებს თავიდან, ღვეზელის შემოტრიალებაც სასარგებლოა.
„ღუმელებში ხშირად გვხვდება ცხელი და ცივი ზონები, ამიტომ თუ ცხობის დროის დაახლოებით შუაში ღვეზელს 180 გრადუსით შემოატრიალებთ, ეს თანაბარ დაბრაწვას შეუწყობს ხელს და საუკეთესო ხარისხის ღვეზელის მიღების საშუალებას მოგცემთ“, - ნათქვამია მასალაში.