„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944
სკეპტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ პროვანსელი წინასწარმეტყველის პროგნოზები ძალიან ზოგადი და ყოველთვის ბუნდოვანია, მაგრამ საპირისპირო აზრი აქვთ კონსპიროლოგებს, რომლებიც თავგამოდებით ირწმუნებიან, რომ სწორედ ნოსტრადამუსმა გააფრთხილა კაცობრიობა ადოლფ ჰიტლერის აღზევების, 11 სექტემბრის ტერაქტებისა და COVID-19-ის პანდემიის შესახებ.
ნაშრომი „წინასწარმეტყველება“ (Les Prophéties) ნოსტრადამუსმა ჯერ კიდევ 1555 წელს დაწერა და სწორედ მაშინ განსაზღვრა, რომ 2024 წელი გლობალურ კონფლიქტებს, მონარქისტულ დაპირისპირებებსა და ჰუმანიტარულ კატასტროფებს მოუტანდა კაცობრიობას.
ომი ჩინეთთან - 2024 წელს ნოსტრადამუსმა არა მხოლოდ „მრავალრიცხოვანი საზღვაო შეტაკებები“ იწინასწარმეტყველა, არამედ „წითელ მეტოქეს, რომელსაც ნამდვილ სასაკლაოს მოუწყობენ დიდ ოკეანეზე, შიშისგან გათეთრებითაც დაემუქრა“. ნოსტრადამუსის ბუნდოვანი მინიშნებების მშიფრავები დარწმუნებული არიან, რომ „დიდი ოკეანე“ - წყნარი ოკეანეა, „წითელ მეტოქეში“ კი, ჩინეთი იგულისხმა.
ბრიტანეთის ახალი მონარქი - იმავე მშიფრავების მტკიცებით, „წინასწარმეტყველების“ ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ „კუნძულების მეფე ძალის გამოყენებით განიდევნება“. სავარაუდოდ, ნოსტრადამუსს ჩარლზ მესამე ჰყავდა მხედველობაში, რომლის მმართველობა მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდება, რადგან სამეფო გვირგვინს მალე უზურპატორი ჩაიგდებს ხელში. გასათვალისწინებელია, რომ პრინცი უილიამი სამეფო ტახტის მემკვიდრეა, ამიტომ ნაკლებად ერგება უზურპატორის როლს, მისი უმცროსი ძმა - პრინცი ჰარი კი, ზუსტად რომ საუკეთესო კანდიდატურაა მოძალადე მიმთვისებლის როლზე.
კლიმატური კატასტროფები - არ ჩამორჩა ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირებაში ვანგას არც ნოსტრადამუსი, თუმცა მან ჯერ „მშრალი მიწის უდაბნოდ ქცევა, მერე დიდი წყალდიდობა“ იწინასწარმეტყველა, რომელიც მისივე მტკიცებით არა მხოლოდ სხვა კლიმატურ კატასტროფებს, არამედ „შავი ჭირის აფეთქებას და მანამდე წარმოუდგენელ შიმშილს“ გამოიწვევს.
ახალი პაპი - ცვლილებებია მოსალოდნელი ვატიკანშიც, რადგან ნოსტრადამუსის პროგნოზით, მოქმედ პაპს ფრანცისკეს ძალიან მალე გამოუჩნდება შემცვლელი. „მოხუცი პონტიფიკოსის ადგილს საშუალო ასაკის რომაელი დაიკავებს, რომელსაც წმინდა საყდრის დასუსტებაში დაადანაშაულებენ, თუმცა ის მაინც დიდხანს იჯდება საკუთარ ტახტზე“, - წერდა წინასწარმეტყველი. სხვათა შორის, ფრანცისკე, რომელსაც 17 დეკემბერს შეუსრულდა 87 წელი, მართლაც უჩივის ჯანმრთელობას. მეტიც, პონტიფიკოსმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მოწყობილ კონფერენციაზეც ვერ შეძლო დასწრება, რადგან სწორედ იმ პერიოდში ავადმყოფობდა ფილტვების ანთებით. წყარო
ასევე ნახეთ:
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944