„ცნობილი ადამიანის მკვლელობა, კიბერშეტევები, ტერაქტები...“ - ვანგას წინასწარმეტყველებები 2024 წლისთვის

ვანგა

მართალია, ვანგელია პანდევა გუშტეროვამ, რომელიც საზოგადოებამ ბაბა ვანგას სახელით გაიცნო, ადრეულ ასაკში, ძლიერ ქარიშხალში მოყოლილმა დაკარგა მხედველობა, მაგრამ იმავე ქარიშხლის წყალობით შეიძინა მომავლის ხედვის უნარიც. ვანგას უნიკალური ნიჭი პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოვლინდა, როცა ადოლფ ჰიტლერის და გერმანიის მარცხი იწინასწარმეტყველა, რაც იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბულგარეთის მონარქისთვის, ბორის მესამისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოითხოვა საოცარ ქალბატონთან აუდიენცია. მოგვიანებით მონარქს ევროპელი მმართველები შეუერთდნენ, რომელთა შორის განსაკუთრებით საბჭოთა ლიდერები აქტიურობდნენ.

ამბობდნენ თითქოს სწორედ ვანგამ იწინასწარმეტყველა რუსული წყალქვეშა ნავის „კურსის“ ჩაძირვა, პრინცესა დიანას ტრაგიკული დაღუპვა და 11 სექტემბრის ტერაქტი ნიუ-იორკში.

ბაბა ვანგამ 5079 წლამდე მოასწრო პროგნოზის გაკეთება, მერე კი, ვეღარაფერი დაინახა, რადგან მისი გათვლით სწორედ 5079 წელს დადგება სამყაროს აღსასრული.

ტერორისტული და ბიოლოგიური შეტევები - ბაბა ვანგას პროგნოზით, 2024 წელს ტერორისტული თავდასხმები გაორმაგდება, „დიდი ქვეყანა“ კი (რომელიც არ დააკონკრეტა და საზოგადოებას მისცა „მარჩიელობის“ უფლება), ჯერ გამოცდის, მერე კი, მტრის წინააღმდეგ გამოიყენებს ბიოლოგიურ იარაღს.

კიბერშეტევები - ტერაქტებისა და ბიოლოგიური იარაღის შემდეგ სამყაროს „გენიოსი“ ჰაკერები დაემუქრებიან განადგურებით, რომლებიც მასობრივად შეუტევენ ინფრასტრუქტურის ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს, როგორიც ელექტრო და წყალმომარაგების სისტემებია, რაც თავის მხრივ, სერიოზულად აზარალებს სხვა ობექტებს და კატასტროფით დაემუქრება მთელ მსოფლიოს.

ცნობილი ადამიანის მკვლელობა -  ვანგამ 2024 წელს ცნობილი ადამიანის იწინასწარმეტყველა, რომელზეც მისივე თანამემამულე განახორციელებს თავდასხმას და რომელსაც დიდი რეაქცია მოჰყვება.

ეკონომიკური კრიზისი - ვანგას მტკიცებით, 2024 წელს მსოფლიოს მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მოუწევს, რისი მიზეზი მზარდი დავალიანება და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია გახდება.

ბუნებრივი კატაკლიზმები - როგორც ჩანს, ის, ვინც ტერაქტებს და ეკონომიკურ კრიზისს გადაურჩება, ბუნებასთან მოუწევს სერიოზული ბრძოლის გამართვა, რადგან მომავალ წელს განსაკუთრებით გახშირდება სტიქიური კატასტროფები.

მედიცინისა და ტექნოლოგიის განვითარება - მეტწილად ნეგატიური პროგნოზის მიუხედავად, მომავალი წელი არც ისე უიმედო იქნება, რადგან ბაბა ვანგას რწმენით, სწორედ 2024 წელს შეძლებენ მედიკოსები მრავალი უკურნებელი სენის, მათ შორის სიმსივნისა და ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობის ახალი და ეფექტური მეთოდების შემუშავებას, მეცნიერები კი, სერიოზულ წარმატებას მიაღწევენ კვანტური გამოთვლების სფეროში. 

ასევე ნახეთ:

„სწორედ იმ მარცხენა თვალით ყოფილა დაავადებული, რომელიც უფლის ფრესკაზე დააზიანა“ - რას იხსენებს დეკანოზი

მგლის ახალი მთვარის მაგია: პირველი მთვარის დღის საიდუმლოებები 11 იანვარს