8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

განწყობას ვერაფერი გაგიფუჭებთ, ვერც მოულოდნელი გაუგებრობები. დაგეგმეთ დღის განრიგი და მიჰყევით მას.

კურო

მიუხედავად სადღესასწაულო განწყობისა, საკმაოდ წარმატებული დღეა თქვენთვის მოლაპარაკებებისა და გონებრივი აქტივობების კუთხით, ამიტომ, იმოქმედეთ.

ტყუპები

ყურადღების ცენტრში ხართ, შესაძლოა, თქვენით დაინტერესდეს ადამიანი, რომელიც დიდი ხანია თქვენი დაკვირვების ობიექტია.

კირჩხიბი

იზრუნეთ ემოციურ ბალანსზე და ენერგოტონუსის ამაღლებაზე. მეტი სიმშვიდითა და დიპლომატიით აღიჭურვეთ, რადგან ადამიანი, ვისაც დღეს დახმარებაზე უარს ეტყვით, ხვალ შესაძლოა, თქვენი მხსნელი აღმოჩნდეს.

ლომი

დღეს თქვენ გაქვთ რესურსი და ენერგია ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ვარჯიშსა და სუფთა ჰაერზე სეირნობას.

ქალწული

იყავით მომთმენი და კეთილგონიერება გამოიჩინეთ, საკმაოდ კარგი დღეა სხვადასხვა კომუნიკაციებისა და აქტივობებისთვის.

სასწორი

კარგი დროა, თქვენი პოზიციის გასამყარებლად, გააანალიზეთ სამომავლო პერსპექტივები, დაისახეთ სტრატეგია, შეგიძლიათ, საჭიროებისას, ახლობელ ადამიანებსაც სთხოვოთ დახმარება.

მორიელი

მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებსა და ოჯახის წევრებს. შესაძლოა, არაერთი პროექტი დაისახოთ, კარგად გათვალეთ რისკები და დაიხმარეთ პროფესიონალები კონკრეტულ საკითხებში.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს აქტუალური იყოს ფინანსური თემები. მოახდინეთ დროული რეაგირება წარმოქმნილ პრობლემებზე, მიენდეთ თქვენს ინტუიციას.

თხის რქა

შესაძლოა, დღეს ფინანსური, ან საკმაოდ ორიგინალური საჩუქარი მიიღოთ. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისთვის ხელსაყრელი დრო არ არის. მეტად ენდეთ მეგობრების რჩევებს.

მერწყული

საკმაოდ ნაყოფიერი დღეა, მოლაპარაკებები, შეხვედრები, გართობა... მოსაწყენად არ გცალიათ. ნუ იქნებით ზედაპირული, წარმოქმნილ რთულ საკითხებს, ჯობია, ბოლომდე ჩაეძიოთ და აღმოფხვრათ პრობლემის მიზეზი.

თევზები

გამოიყენეთ კონტაქტები, ნაცნობობა, ჩაერთეთ ღონისძიებებში, ნებისმიერ საკითხს შემოქმედებითად მიუდექით. ნუ შეუშინდებით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ამ შემთხვევაში, ფორტუნა თქვენს მხარეს იქნება.