23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

დაასრულეთ გაჭიანურებული საქმეები, აიღეთ პასუხისმგებლობა ადრე მიცემულ დაპირებებზე. ურთიერთობებში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი.

კურო

დღეს იყავით მზადყოფნაში, შესაძლოა, არაერთი სპონტანური გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი, რადგან ყოველ წვრილმანზე ღელვა შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს.

ტყუპები

მატერიალური და ფინანსური საკითხები გადახედვას მოითხოვს. ახლა ამისთვის შესაფერისი და აუცილებელი დროა.

კირჩხიბი

შეიცვალეთ იმიჯი, ეცადეთ, ახლებურად შეხედოთ ძველ სიტუაციებს. ნაყოფიერი იქნება საქმიანი თუ მეგობრული შეხვედრები.

ლომი

ელოდეთ სიურპრიზებს, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან სახლის თემას, ან პარტნიორულ ურთიერთობებს. მსუბუქად შეცვალეთ თქვენი ყოველდღიური სტილი და შეიქმენით პოზიტიური განწყობა.

ქალწული

კარგი იქნება, თუ საღამოს დროს გამონახავთ და ოჯახის წევრებთან ერთად სხვადასხვა გასართობ ან კულტურულ ღონისძიებებს ეწვევით. დღის პირველ ნახევარში, ზედმეტად ნუ გადაიღლებით.

სასწორი

დღეს მეტი ყურადღება დაუთმეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას, ასევე, გარშემომყოფთა რჩევებს. მიხედეთ ჯანმრთელობას და იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე.

მორიელი

დღე მშვიდად გაატარეთ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. საღამოს, მეგობრებთან ერთად სასიამოვნო ატმოსფეროში განტვირთვა დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზეც და ურთიერთობებზეც.

მშვილდოსანი

დღეს შესაძლოა, თქვენს რომელიმე ახლობელს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდეს, რასაც პრინციპში კარგად უნდა გაართვათ თავი. პოზიტიური დღეა მშვილდოსანთა უმრავლესობისთვის.

თხის რქა

შესაფერისი დროა, სწავლისა და მოგზაურობისთვის, თუმცა, ყურადღება გამოიჩინეთ საჭესთან, ასევე, სათანადო დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

მერწყული

შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ ხელმძღვანელობასთან, ოჯახის უფროსი თაობის წარმომადგენლებთან, თქვენზეა დამოკიდებული, ამ პრობლემების დროული მოგვარება.

თევზები

დღეს, მთავარია პასუხისმგებლობა თქვენს თავზე აიღოთ. მოიძიეთ ნაცნობები სხვადასხვა სფეროებში, სწორედ ისინი დაგეხმარებიან სხვადასხვა სიტუაციიდან გამოსავლის მოძიებაში.