წყალი 8 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„13 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ბ.ჟღენტის ქ. N4-თან  აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 13 თებერვალს  23:00 საათიდან  14 თებერვლის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

ნუცუბიძის III მ/რ, I კვ-ის N1-10, პიკასოს, შავგულიძის, ჟღენტის, ნადირაძის, ზურაბ ანჯაფარიძის, შავიშვილის, სანდრო ეულის, ე.მინდელის ქ.N1,2,3,5,7,10,11, ვ. მინდელის, მამასახლისოვის, და თოფურიას ქუჩებს, ქავთარაძის ქუჩას შესახვევებით და ჩიხებით (ქავთარაძის მე-2 შესახვევს), უნივერსიტეტის N24, ნუცუბიძის N179-211 (კენტებს), ვაჟა-ფშაველას III კვარტალის N19- 27 (კენტებს), ვაჟა-ფშაველას IV, V, VI, VII კვარტლებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.