თბილისის მერის მოადგილემ „ალილოს“ მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა

ალილო

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია შეუერთდა.

ანდრია ბასილაიამ ალილოს მონაწილეებს დღესასწაული მიულოცა და საშობაო ნობათი გადასცა.

„მინდა, ყველას მივულოცო შობის უდიდესი დღესასწაული, თითოეულ ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა. საახალწლო დღეებსა და შობასთან დაკავშირებით, დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები გრძელდება. ველოდებით ყველას საშობაო კონცერტზე, რომელიც დღეს 20:00 საათზე ორბელიანის მოედანზე გაიმართება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ალილოს საქართველოში ისტორიული ფესვები აქვს. სადღესასწაულო მსვლელობა თბილისში წლებია იმართება.