შუქი მთელი დღით გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის და დანელიას ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, კუკური ჭოხონელიძის, თამაზ გამყრელიძის, რომის, კოლხეთის, უზნაძის, კოტე და სოსო წერეთლების ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), მეორე ხეივნის, კრწანისის, გორგასლის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ასევე ნახეთ:

„ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მოსიყვარულედ იყვნენ, ოღონდ სვამდა“ - ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

VIDEO: „სიგიჟე იყო“... დარბაზი ფეხზე დგას - ნახეთ, სალომე ჭაჭუას და ირლანდიელი მეწყვილის ცეცხლოვანი „ტანგო“