„ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მოსიყვარულედ იყვნენ, ოღონდ სვამდა“ - ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

მკვლელობა მარნეულში

ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს. ქეთევან ედიბერიძის ნათესავებს მომხდარზე საუბარი უჭირთ.

მოკლული გოგოს ბაბუა ამბობს, რომ  მისი სიძე ხშირად სვამდა.

„კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მოსიყვარულეები იყვნენ. ბოლო სამი დღე ვიყავი მათთან. როცა მკვლელობა მოხდა, ბიჭის მამა იქ იყო. ეძინა, როცა ეს მოხდა. სამი დღე მთვრაი იყო. დავტუქსე კიდეც. სასმელს ალბათ რაღაც მიამატა, რაღაც დალია კიდევ... 4 თვის „კუკლა“ ბავშვი დატოვეს...“, - ამბობს მედიასთან მოკლული ქალის ოჯახის წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ:

თბილისში ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცემა, ზოგადი საფრთხეებია: ძლიერი ქარი, წყალდიდობა და მეწყერი“ - სინოპტიკოსის პროგნოზი

„ქართული ოცნება“ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს