GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს

wyali

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ზოგიერთ ქუჩას წყალი შეწყვეტილი აქვს. gwp აღდგენის დროს ასახელებს:

ისანი, განთიადის ქ. N58ა ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 9/18/2024 17:00-დან 9/18/2024 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შეუწყდება; ბაბისხევის (მუჯირიშვილის) შესახვევს, შილდის შესახვევს, ბეღლეთის, კაიშაურის, ჟონეთის, კიკეთის, ნიაბის ქ.2,3,4,5 შესახ. ცისკრის, სომხეთის ქუჩებს, ბზიფის შესახვევს.

გლდანი, ალეკო გობრონიძის ქ. და დუმბაძის ქ. კვეთასთან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/18/2024 13:15 -დან 9/18/2024 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მუხიანის დასახლებაში მე-2 და მე-3 მკ რაიონებს და დუმბაძის ქუჩას აღნიშნულ არეალს დაემატა: ნონეშვილის, მარატ ნოზაძის, გობრონიძის ქუჩები და მუხიანის დას. პირველი მიკრო.

სამგორი, ვარკეთილი 3, 4 მკ-რ.N413-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილი 3, მე-4 მიკროს N 401-N425 კორპუსებს და ნაზი შამანაურის ქუჩას. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 19/09/2024 02:00-მდე.