პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შებას სამედიცინო ცენტრში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონი“ ვარიანტისგან არასაკმარის დაცვას უზრუნველყოფს.
ინფორმაციას ამის The Times of Israel-ი ავრცელებს.
Sheba-ს სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადებების მთავარი ექსპერტი, პროფესორი გილი რეგევ-იოხაი აცხადებს, რომ კვლევის შედეგები წინასწარია.
„ანტისხეულების ზრდას ვხედავთ. უფრო მაღალია, ვიდრე მესამე დოზის შემდეგ. თუმცა, ოთხი დოზით აცრილებს შორის „ომიკრონი“ ვარიანტით ბევრ ინფიცირებულს ვხედავთ. ვაქცინა შესანიშნავია „ალფა“ და „დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ, თუმცა „ომიკრონისთვის“ ის საკმარისად კარგი არ არის“, - აღნიშნა პროფესორმა გილი რეგევ-იოხაიმ.