1734018035
საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მათივე ცნობით, კოვიდ-19-ს კიდევ 31 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 160 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 54 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4 500.