საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევების რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

ომიკრონი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 იანვრის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 1096 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათივე ცნობით, კოვიდ-19-ს კიდევ 36 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 946 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 69 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ  4 418.