ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტს ვაქცინა არაფერს ავნებს - თემურ მიქელაძე

მიქელაძე

პედიატრი თემურ მიქელაძე მოსახლეობას ბუსტერდოზით აცრისკენ მოუწოდებს. იმუნიზაციის საბჭოს წევრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აცრა რისკ-ჯგუფებისთვისაა და ვაქცინა მათ არაფერს ავნებს.

„ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განსაკუთრებული რისკჯგუფის პაციენტები და 50 წელს გადაცილებული პაციენტი იყვნენ სამჯერ აცრილები. ევროპასა და იგივე იაპონიაში 75-80% აცრილია და, შესაბამისად, სიკვდილიანობა პრაქტიკულად არ არის. არასოდეს უნდა გადავუდოთ რაიმე ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტს ვაქცინაცია. ვაქცინა არაფერს ავნებს. ამიტომ, სწორედ ეს მოწყვლადი ჯგუფები უნდა იყვნენ აცრილები, მათ შორის რისკჯგუფებში შემავალი ბავშვები. მთავარია, ეს ფენები გადავარჩინოთ და სწორედ მათთვის არის აუცილებელი ბუსტერ-დოზებით ვაქცინაცია“, - აცხადებს მიქელაძე „იმედის დილაში“.