ნახეთ ყველაზე მეტად დაინფიცირებული რეგიონები – კორონავირუსის შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

კორონავირუსი საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 569 შემთხვევა, აჭარა - 366, იმერეთი - 505, ქვემო ქართლი - 149, შიდა ქართლი - 199, გურია - 222, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 235, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი - 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25“,- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 4 იანვარს ქვეყანაში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 67 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 9.13%-ია.