1738930726
გია ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გიორგი ვოლსკის კორონავირუსი დაუდგინდა.
„აბსოლუტურად არანაირი სიმპტომი არ მაქვს. 31 დეკემბერს ჩემს შვილს სიცხემ აუწია და გადავწყვიტეთ, გავტესტილიყავით, რის შემდეგაც დამიდასტურდა ვირუსი“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი „იმედინიუსთან“ საუბრისას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი AstraZeneca-ს ვაქცინითაა აცრილი.