1728499899
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენია ინფიცირებული
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 006 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 832 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 174 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 953 410-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.17%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 128 პირი ემსხვერპლა.