51 გარდაცვლილი და 2 097 ინფიცირებული - 30 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

კორონავირუსი საქართველო

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 036 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 112 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 924 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.57% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.15%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 331 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 893 064.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 758 პირი ემსხვერპლა.