დიდი სპორტიდან პოლიტიკამდე - რა არის ცნობილი მიხეილ ყაველაშვილის შესახებ
1732704163
ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2024 წლის ზამთარი ურთიერთობების თვალსაზრისით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდეს და სხვადასხვა სირთულესთან გამკლავება მოუწიოთ:
სასწორი
სასწორის ნიშნის წარმომადგენლები შესაძლოა, დეკემბერში სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდნენ. ახალი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში იქნება, რამაც შესაძლოა, წარსულის ურთიერთობაც გაააქტიუროს და უკვე არსებულ ურთიერთობაში პრობლემებიც შექმნას. შესაძლოა, გადაწყვიტოთ, რამდენიმე კომუნიკაციაში ერთდროულად ჩაერთოთ. თვითშეფასება განსაკუთრებით გაგეზრდებათ და იფიქრებთ, რომ ყველაფერს, რასაც წამოიწყებთ, თქვენთვის სასარგებლოდ დაასრულებთ. თუმცა, ფრთხილად იყავით. დაიმახსოვრეთ, ასეთი სცენარი თითქმის არასდროს იწვევს კარგ შედეგს.
მორიელი
ასტროლოგები მორიელებს მანიპულაციის რისკის შესახებ აფრთხილებენ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, დეკემბერში შეხვდეთ ადამიანს, რომელიც განსაკუთრებით მოგხიბლავთ და ნახავთ, რომ ყველაფერი, ერთი შეხედვით, იდეალურადაა. რეტროგრადული მერკური, ასევე, თქვენს ნიშანში პლანეტა ვენერა მოგცემენ ბიძგს, რომ ახალი ურთიერთობა წამოიწყოთ. თუმცა, არსებობს რისკი, რომ სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდეთ, "იდეალურმა ადამიანმა" მოგატყუოთ და ტრავმირებული დარჩეთ. ამიტომ, გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ... ვრცლად