ვიქტორ სანიკიძე და მაიკო ბიწაძე შვილის ნათლობის კადრებს გვიზიარებენ
1732567016
თურქეთში, მალათიას პროვინციაში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,6 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის კატასტროფების პრევენციისა და მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ 9.75 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დოღანშეჰირის რაიონში იყო.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.