დიდი სპორტიდან პოლიტიკამდე - რა არის ცნობილი მიხეილ ყაველაშვილის შესახებ

ყაველაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. 

პრეზიდენტს 14 დეკემბერს აირჩევენ, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგება.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია.

კარიერის განმავლობაში, ყაველაშვილმა ითამაშა როგორც ქართულ კლუბებში, ასევე საერთაშორისო გუნდებში.

ყაველაშვილმა კარიერა დაიწყო თბილისის "დინამოში" და მოგვიანებით თამაში უცხოურ კლუბებში გააგრძელა.

 ყაველაშვილის საფეხბურთო კარიერაში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1995-1997 წლებში საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა. ყაველაშვილი დაოჯახებულია და ცოლად მომღერალ ლიზა ბაგრატიონის და თამარ ბაგრატიონი ჰყავს.

 წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავთ: მარიამ ყაველაშვილი 1996 წელს ინგლისში, მანჩესტერში დაიბადა, გურამი - 2001 წელს, შვეიცარიაში, ციურიხში, მესამე შვილი - ელისაბედ ყაველაშვილი, 2013 წელს, თბილისში დაიბადა. თამარ ბაგრატიონს ჰყავს კიდევ ერთი შვილი, პირველი ქორწინებიდან - გიორგი ივანიშვილი, რომელიც 1989 წელს, თბილისში დაიბადა.

მიხეილ ყაველაშვილი შვილთან ერთად. 

მიხეილ ყაველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში 2016 წლიდან გადაინაცვლა.  2016–2020 წლებში იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ (თბილისის სანზონის მაჟორიტარი), 2020 წლიდან კი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი). 2022 წელს მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, დატოვა „ქართული ოცნება“ და გაერთიანდა პარტიაში „ხალხის ძალა“. 2024 წლის 20 მარტიდან ის პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანია.