ბოლნისში, რამდენიმე ადამიანის დაჭრის ფაქტზე, შსს-მ ორი პირი დააკავა

პოლიცია

ბოლნისში, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგა,  რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დალარსა და დარვაზში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ქორწილში მოხდა.

დაჭრილებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 

შსს-მ ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა. გამოძიება, 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ  მძიმე დაზიანებას გულისხმობს.