საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
სალომე ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ის ვერ დატოვებს საპატიმროს, მასზე მიმდინარე პროცესია. ის ფაქტი, რომ სააკაშვილი შეწყალების მიუხედავად სხვა სამართლებრივი დავის ფარგლებში დარჩება საპყრობილეში, რა თქმა უნდა მას არ აძლევს საშუალებას, ბოლომდე გაშალოს ფრთები და შეიწყალოს ეს ბოროტმოქმედი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კიდევ ერთი უნდა ვთქვათ, რომ მისი ყველა განცხადება, რომელსაც ის სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში აკეთებს, მათ შორის სულ ახლახან გაკეთებული განცხადება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ბოროტმოქმედი არის შინაგანად, ამ ბოროტების შემოქმედი და ის იღებდა სიამოვნებას იმ დანაშაულების კეთებისგან, რომელსაც ის სჩადიოდა.
ეს ადამიანი გააგრძელებს ამ დანაშაულების ჩადენას, როგორც კი მიეცემა ძალაუფლება. ახლა კი ვხედავთ, რომ არაჩვეულებრივ პირობებში არის საავადმყოფოში და კიდეც გამოჯანმრთელდა იმ უმძიმესი დაავადებებისგან, რომელსაც გვატყუებდნენ, რომ თურმე ჰქონდა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა