„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
2025 წელი გვიახლოვდება და ალბათ, ბევრი ჩვენგანი მიმდინარე წლის შედეგებზე ფიქრს იწყებს. შესაძლოა, არაერთი გეგმა განვახორციელეთ, ბევრიც ყურადღების მიღმა დაგვრჩა და გარკვეულმა გარემოებებმა ხელი შეგვიშალა. თუმცა, 2024 წლის დასრულებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირაა. ასტროლოგებმა დაასახელეს ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რაც ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა წლის ბოლომდე უნდა ისწავლოს, რომ მომდევნო წელს წარმატების გაცილებით მეტი შანსი ჰქონდეთ:
ვერძი
ვერძის მთავარი ამოცანაა, მოთმინება ისწავლოს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები აჩქარებისკენ არიან მიდრეკილნი და სულ უნდათ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდეს. თუმცა, შესაძლოა, მიმდინარე წლის განმავლობაში იმპულსურმა და ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა არაერთი სირთულე და უსიამოვნება შეგიქმნათ. მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ მოთმინება და შესაბამისი დროის გამოყენება ყველაზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.
კურო
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ მატერიალურ სიმდიდრეს გადამეტებული ყურადღება არ დაუთმოთ და უფრო მეტი დრო თვითგანვითარებასა და შინაგანი ძალის აღმოჩენას დაუთმონ. ნამდვილი ბედნიერება დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ ვინ როგორ მანქანას ან სახლს ფლობს. შეეცადეთ, სიხარულის მიზეზი ყოველ დღეში იპოვოთ, თუნდაც ეს მიზეზი ძალიან მცირე იყოს.
ტყუპები
ტყუპები ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანები არიან და ზოგჯერ, ეს ცნობისმოყვარეობა ზედმეტ აქტიურობას იწვევს. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ აწმყოში ყოფნა ისწავლოთ და შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ეს დაგეხმარებათ, გონება ზედმეტი ფიქრებისაგან გაათავისუფლოთ და თქვენი ნამდვილი მიზნები და სურვილები ნათლად დაინახოთ. ნახეთ ვრცლად
საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1734122911