13 ოქტომბერს პლანეტა პლუტონი რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს - ყველასთვის ტრანსფორმაციისა და სიახლეების ეტაპი დაიწყება

ჰოროსკოპი

 ოდესაც პლანეტა პლუტონი რეტროგრადულ მოძრაობაშია, ყველა ის სფერო, რომელსაც განაგებს, ფერხდება და გავლენას თითოეული ადამიანი გრძნობს. წლის განმავლობაში ეს პროცესი თითქმის ხუთი თვის განმავლობაში გრძელდება.

პლუტონი ტრანსფორმაციის, ძალაუფლებისა და ცვლილებების პლანეტაა. ის მთელი ძალით ებრძვის ყველაფერს, რაც მოძველებულია და რასაც განახლება სჭირდება. აღნიშნული პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას 8 ოქტომბერს ასრულებს, 13 ოქტომბრიდან კი პირდაპირ მოძრაობას იწყებს.

პლუტონს ხშირად ჩვენს ცხოვრებაში კრიზისები მოაქვს, რაც გვაიძულებს, საკუთარ რწმენასა და ქმედებებს გადავხედოთ. ამიტომაც, რეტროგრადული პერიოდი ემოციურობით, არსებული შეხედულებების მსხვრევითა და შეიძლება ითქვას, იმედგაცრუებებითაც ხასიათდება. თუმცა, ეს შემთხვევით არ ხდება...

 თითოეული ადამიანისათვის განახლების, წარსულთან საბოლოოდ დამშვიდობებისა და ნეგატიურ გამოცდილებებზე სწავლის ეტაპი იწყება.

აღსანიშნავია, რომ ახლა პლუტონი თხის რქის ბოლო გრადუსში მოძრაობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ პლუტონი ნელი პლანეტაა და ტრანსფორმაციაზეა პასუხისმგებელი. როდესაც ის ერთი ნიშნიდან მეორეზე გადადის, ძალიან დიდი ცვლილება ხდება. თხის რქა კი ძველ სისტემებს, იერარქიებს უპირისპირდება. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა, მიხვდეთ, რომ ძველი წარმოდგენები სრულიად შეიცვალა და ახალი მომზადდა. ეს კი პიროვნულ განვითარებამდეც მიგიყვანთ და დაწინაურების შესაძლებლობასაც მოგცემთ. განაგრძეთ კითხვა...