40 წლის ასაკში, ლედი გაგა, დედა გახდა

ლედი გაგა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ლედი გაგა და მისი საქმრო, ამერიკელი ბიზნესმენი მაიკლ პოლანსკი, პირველად გახდნენ მშობლები. ამის შესახებ Page Six-ი იტყობინება.

წყვილისთვის ეს პირველი საერთო შვილია. ამასთან, დეტალები ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება: უცნობია პატარას სახელი, სქესი და დაბადების ზუსტი თარიღი.

ლედი გაგა, მაიკლ პოლანსკი და მათი ახალშობილი შვილი უკვე შეამჩნიეს ერთად. ოჯახი საზოგადოების წინაშე პირველად ჩრდილოეთ კალიფორნიაში გამოჩნდა. როგორც People-ი წერს, მანამდე გაგა არაერთხელ საუბრობდა დედობის სურვილზე. ასე მაგალითად, 2019 წლის დეკემბერში, როდესაც მომღერალი მომდევნო 10 წლის გეგმებს უზიარებდა საზოგადოებას, მან პირდაპირ განაცხადა შვილების ყოლის სურვილის შესახებ:

„მინდა მეტ ფილმში გადავიღო, მინდა მყავდეს შვილები“.

2020 წლის მარტში კი გაგამ კვლავ გულახდილად ისაუბრა ოჯახის შექმნის განზრახვაზე:

„ძალიან მინდა შვილების ყოლა. მოუთმენლად ველოდები დედა გახდომის შესაძლებლობას. განა საკვირველი არ არის, რისი გაკეთება შეგვიძლია? ჩვენ შეგვიძლია ადამიანის სხეულში ტარება და გაზრდა. შემდეგ ის ევლინება სამყაროს და ჩვენი ამოცანაა, შევუნარჩუნოთ მას სიცოცხლე“, - აღნიშნავდა მომღერალი.