ზაფხულის გაუსაძლისმა სიცხემ 1435 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

13:29 09-09-2019
60

მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში დაფიქსირებული ჰაერის მაღალი ტემპერატურა მომაკვდინებელი აღმოჩნდა. საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო 1435 ადამიანი გარდაიცვალა. ამ მონაცემებს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს. ]

აგნეს ბუზინის განცხადებით, გარდაცვლილთა ნახევარი 75 წლის ასაკის ადამიანები იყვნენ.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პრევენციული ზომების მიღების დამსახურებაა, რომ მსხვერპლის რაოდენობა 10-ჯერ დაბალია 2003 წლის მონაცემებთან შედარებით.

საფრანგეთში წელს რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა, კერძოდ 46 გრადუს-ცელსიუსი დაფიქსირდა.

სიცხე იყო ევროპის სხვა ქვეყნებშიც, თუმცა ოფიციალური მონაცემები გარდაცვლილთა შესახებ, ჯერ სხვა მთავრობებს არ გამოუქვეყნებიათ.

ავტორი: მარიამ გიგანი