1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
როგორ სახლში ცხოვრობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე – მსახიობი გოგოლა კალანდაძე მას საკუთარ სახლში ესტუმრა. ვიდეოს „ტვ პირველი“ ავრცელებს.
როგორც ვიდეო კადრებში ჩანს, სახლი საოცარო ნივთებითა და საინტერესო ისტორიებით გამოირჩევა.
„ეს არის ჩემი რეზიდენცია. თუ ვინმეს აინტერესებს როგორი გემოვნება აქვს გიორგი ფხაკაძეს და როგორი სტრატეგიული დაგეგმარება შეუძლია, უნდა ნახოს ეს სახლი.
იყო დრო, როდესაც საჭმლის ფულიც არ მქონდა, სახლში ჩავდე ყველაფერი. ამ სახლში მთელი მსოფლიოს ნივთებია თავმოყრილი. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, მთელი მსოფლიოდანაა ჩამოტანილი. ალბათ 10 კონტეინერით ჩამოვიტანე ნივთები, დანა-ჩანგალიც კი არ მაქვს თბილისში ნაყიდი“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.