ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

pia

პოლიტიკა 1715197336

მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა პრემიერ კობახიძესთან კანონპროექტზე მესაუბრა, მივესალმები პარტნიორებთან დიალოგში ჩართვის სურვილს - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან მესაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს.როგორც კაუმა აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში ჩართვის სურვილს მიესალმება.„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან მესაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეშფოთებაზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ. მივესალმები საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში ჩართვის სურვილს“, – წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან საუბრის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მას განუმარტა კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი, გამოხატა მზაობა, მოისმინოს და განიხილოს ყველა სამართლებრივი შენიშვნა.

გიორგი სავანელი

პოლიტიკა 1715197313

VIDEO: „თუ რკინიგზის ჩაკეტვაზე მიდგება საქმე, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას...“ - გიორგი სავანელი

„თუ რკინიგზის ჩაკეტვაზე მიდგება საქმე, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას...“ - ამის შესახებ რეჟისორმა, გიორგი სავანელმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

ირაკლი გოგავა

პოლიტიკა 1715197274

VIDEO: „ქვეყანაში რაც ხდება, ეს არის კლასიკური სახელმწიფო გადატრიალების სცენარი, ე.წ „ფერადი რევოლუციის“ სცენარი მთელი თავისი ინსტრუქციებით და მახასიათებლებით...“ - ირაკლი გოგავა

„ქვეყანაში რაც ხდება, ეს არის კლასიკური სახელმწიფო გადატრიალების სცენარი, ეგრედ წოდებული ,,ფერადი რევოლუციის" სცენარი მთელი თავისი ინსტრუქციებით და მახასიათებლებით...“, - ამის შესახებ ირაკლი გოგავამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

კობახიძე

პოლიტიკა 1715197258

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი, გამოვხატე მზაობა, მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა სამართლებრივი შენიშვნა - ირაკლი კობახიძე

ძალიან საქმიანი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პია კაუმასთან და სხვა წამყვან თანამდებობის პირებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრის ძირითადი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იყო.„ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

,,ზუსტი ციფრი, რა თანხდა და რა მოცულობის თანხა შემოვიდა ნამდვილად არ ვიცი..."  გიორგი სავანელი

პოლიტიკა 1715197215

VIDEO: „ზუსტი ციფრი, რა თანხა შემოვიდა ნამდვილად არ ვიცი...“ - გიორგი სავანელი

„დაინტერესებული ვარ რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი საკითხებით და მიწევს დაინტერესებული ვიყო პოლიტიკური საკითხებით, რითაც ნორმალურ სიტუაციაში საერთოდ არ დავინტერესდებოდი...ზუსტი ციფრი, რა თანხა და რა მოცულობის თანხა შემოვიდა ნამდვილად არ ვიცი...“ - ამის შესახებ გიორგი სავანელმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.