"პატრიოტთა ალიანსის" აქციის დროს, ზუგდიდში, აქტივისტებმა ანტისაოკუპაციო ბანერი გამოფინეს

20:55 06-29-2019
15

ზუგდიდის ცენტრში “პატრიოტთა ალიანსის” შეხვედრის პარალელურად საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ანტისაოკუპაციო ბანერი გამოფინეს.

ბანერის გაშლის იდეა სამოქალაქო აქტივისტებს როსტომ ზარანდიას და ცაბუნია ვართაგავას ეკუთვნით. 

მათი თქმით, ამით კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი რუსული ოკუპაციის მიმართ.

"პატრიოტთა ალიანსმა" დღეს აქცია ზუგდიდში გამართა.