ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი გაათავისუფლეს - ვინ ცვლის გოგა კალანდარიშვილს

15:46 05-16-2019
2999

ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი გოგა კალანდარიშვილი აღარ არის. მან თანამდებობა უკვე დატოვა. ტელეკომპანიაში კი ახალ დირექტორს ელოდებიან.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიის ახალი დირექტორი „მზის“ ყოფილი უფროსი ელდარ მდინარაძეა. მან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და ცოტა ხანში ტელეკომპანიაში თანამშრომლების გასაცნობად მივა.