ვიდეოები

1718619743

VIDEO: კოჯორში „ჯარის ბანაკი“ გაიხსნა

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჯარის ბანაკი“ გაიხსნა.პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრია ირაკლი ჩიქოვანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.პროექტის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. შეკრებილებმა ასევე წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას. 

კოჯორში „ჯარის ბანაკი“ გაიხსნა

სოციალური თემა

fuli

1716367223

„ერთი პაციენტისთვის 120 000 ლარი გამოიყოფა“ - კარგი ამბავი თბილისის მერიისგან

თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა სრულად, 100%-ით ფინანსდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახამ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, ერთი პაციენტისთვის 120 000 ლარი გამოიყოფა, ადრე კი აღნიშნული მკურნალობა მხოლოდ 70 000 ლარით ფინანსდებოდა.„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით. თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა ფინანსდება. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აფინანსებს გადანერგვის წინა კვლევებს, მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, სამი სახის ტრანსპლანტაციას (აუტოლოგიური, ალოგენური, ჰაპლოიდენტური) და გადანერგვის შემდგომი პერიოდის მართვის პროცესს. თბილისის მერიას ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10-დან 235 ათას ლარამდე თანხა აქვს გათვალისწინებული. პროგრამის დაწყებიდან (2015 წელი) დღემდე, 1 074 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში 60 მილიონ ლარამდე თანხა გადაირიცხა“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მათ ყოველთვის გვერდით დაუდგება.„რაც შეეხება ღვიძლის ტრანსპლანტაციას, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიზარდა და სრულად, 100%-ით ფინანსდება. ადრე ფინანსდებოდა 70 000 ლარით, დანარჩენს პაციენტი აფინანსებდა, რაც ძალიან მძიმე დატვირთვა იყო ოჯახებისთვის – არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თუნდაც ის ნაწილი გადაეხადათ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული მიმართულება 100%-ით დავაფინანსოთ. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 45 შემთხვევა დაფინანსდა და ამისთვის, მერიამ 3 155 000 ლარი დახარჯა. მზად ვართ, ყველას თანადგომა გამოვუცხადოთ, საჭიროების შემთხვევაში. გვაქვს სხვა პროგრამებიც, რომლითაც ვეხმარებით მოქალაქეებს და ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

სხვა სიახლეები

დავით ასათიანი

სამართალი 1718632019

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.ასოციაციის ცნობით, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) თავმჯდომარის არჩევნები 13 ივნისს ჩატარდა.მათივე ცნობით, ეს არის პირველი პრეცედენტი ევროპის ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების ისტორიაში, როდესაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ადვოკატურის წარმომადგენელი გახდა.დავით ასათიანი ამჟამად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას საერთო საარჩევნო კრების გადაწყვეტილებით, მეორე ვადით იკავებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ის ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.ასათიანის განცხადებით, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის პოზიციაზე მისი არჩევა საპატიო პასუხისმგებლობაა, რაც ქართული ადვოკატურის დამოუკიდებლობის, მისი განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაზე მიუთითებს."მსურს, მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის პოზიციაზე ჩემი არჩევა საპატიო პასუხისმგებლობაა და ის ასევე, ქართული ადვოკატურის დამოუკიდებლობის, მისი განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაზე მიუთითებს, ისევე, როგორც წარმოადგენს ჩვენ მიმართ გამოხატულ კიდევ ერთ მკაფიო მხარდაჭერას.ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ჩემი მთავარი პრიორიტეტი უცვლელი იქნება და ეს ევროპის მასშტაბით იურიდიული პროფესიის გაძლიერებას წარმოადგენს და ემსახურება მიზანს, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს საერთაშორისო მხარდაჭერა გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნების ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების მიმართ იურიდიული პროფესიის ევროპულ ოჯახში მათი შემდგომი ინტეგრაციის მიზნით", - განაცხადა დავით ასათიანმა.ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს ევროპელმა ადვოკატებმა ბრიუსელში დააფუძნეს. ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით ადვოკატთა ასოციაციებს, იურიდიულ ფირმებსა და ინდივიდუალურ ადვოკატებს აერთიანებს. ასოციაციის საქმიანობა მიმართულია ევროპის ქვეყნებში ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერის, ადვოკატთა ასოციაციების გაძლიერებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისკენ.

ჯივიპი

საზოგადოება 1718632016

წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება და უახლოეს დღეებში დასრულდება - "ჯი-ვი-პი"

ჩვენ მიერ მოხდა ადგილზე სიტუაციის შესწავლა და დათვალიერება. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სიტუაცია მძიმე იყო და არ იყო მარტივი ტიპის დაზიანება, რომელიც სტანდარტულია ჩვენს შემთხვევაში, მყისიერად მოვახდინეთ სპეციალისტების ადგილზე მივლინება სიტუაციის დამატებითი მოკვლევის მიზნით, პარალელურად დავიწყეთ სამ სხვადასხვა ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობა, რათა ცალკეულ შემთხვევებში, თუ არ გამოვიდოდა სამუშაოების სწრაფად დასრულება, გვქონოდა ალტერნატიული ვერსია, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ განაცხადა.მისი თქმით, სამუშაოები ხვალიდან დაიწყება და მაქსიმალურად მოკლე პერიოდში დასრულდება.„განვიხილავდით, რომ მილის აღდგენა მომხდარიყო უშუალოდ შიგნიდან, ექსკავაციის გარეშე, რაც აღმოჩნდა, რომ შეუძლებელი იყო დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე. ამის პარალელურად, სამ სხვადასხვა ვერსიაზე ვმუშაობდით. მოვისაზრებდით პარალელური მილსადენების მოწყობას, გარდა ამისა, ვმუშაობდით მეწყრული პროცესის შედეგად წარმოშობილი გრუნტის მასის მოხსნაზე, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესაძლებელი სამუშაოების წარმოება. ამ ორი ვერსიიდან პარალელურ რეჟიმში ქსელის მოწყობა გაცილებით მეტ დროსთან იყო დაკავშირებული. ამიტომ მივდივართ იმ გზით, რომ მოხდება გრუნტის მოხსნა, გაკეთდება შესაბამისი ტერასები, რაც, ერთი მხრივ, დროულად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დაზიანებული მონაკვეთი აღვადგინოთ და, მეორე მხრივ, გამორიცხავს სამომავლო რისკებს. უკვე დაწყებული აქვს კონტრაქტორს მობილიზაციის სამუშაოები და უახლოეს მომავალში დაიწყება გრუნტის მოხსნის სამუშაოები. არ იქნება ხანგრძლივი პერიოდი, თუმცა მას შემდეგ, რაც დაიწყება სამუშაოების წარმოება, უფრო ნათელი იქნება სურათი, რამდენ დღესთან იქნება დაკავშირებული.ამასთან, ის დეფიციტი, რომელიც წარმოშვა დაზიანებული მონაკვეთიდან და წყალსადენის მილიდან წყლის მიმწოდებელმა, უკვე დავაბალანსეთ. ხვალ დილიდან უკვე ჩაირთვება რეჟიმი ამ მომხარებლებთან მიმართებაში, რომელიც ითვალისწინებს, სულ მცირე, სამსაათიან მიწოდებას დღის განმავლობაში და, მაქსიმუმ, შვიდსაათიანს. სამუშაოები დაიწყება ხვალვე და დასრულდება მაქსიმალურად მოკლე ვადაში. მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ წყალი, არანაირი საფრთხე არ არსებობს დამატებითი რისკების და იმის, რომ ვინმეზე დამატებითი შეზღუდვა გავრცელდეს. თითოეული დაზოგილი წვეთით, ჩათვალეთ, ალოკაციას ვახდენთ და მიმართულია იმ მომხმარებლებისკენ, რომლებსაც დაზიანებიდან გამომდინარე შეეხოთ წყვეტა“, – განაცხადა ნადირაძემ.

იონათამიშვილი

პოლიტიკა 1718631904

გახარიასა და „ლელოს“ ურთიერთსიმპათიები სინამდვილეში არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ყველაზე ამორალური აქტი - რატი იონათამიშვილი

გახარიასა და „ლელოს“ ურთიერთსიმპათიები სინამდვილეში არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ყველაზე ამორალური აქტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა მედიასთან განაცხადა.„აქედან ჩანს, რომ საპარლამენტო მანდატებისთვის რა დონეზე შეიძლება დაეცეს ადამიანი და როგორი პოლიტიკური ფსკერი შეიძლება აჩვენოს მან. მერე არავის აღარ გაუკვირდეს, რომ არჩევნებზე მინიმალური მხარდაჭერაც კი აღარ ექნებათ ისეთ ადამიანებს, ვინც დაცლილი არიან ყოველგვარი პრინციპებისა და ღირებულებებისგან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მასთან ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაა.

სახალხო დამცველი

პოლიტიკა 1718631644

სახალხო დამცველი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის როლი განიხილეს.მხარეებმა ასევე ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ იმპლემენტაციის მოსალოდნელ შედეგებზე, კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა, მათ შორის, დღემდე წინასწარ პატიმრობაში მყოფთა მდგომარეობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მათი საქმეების შესწავლის მიმდინარეობაზე.ევროკავშირის ელჩი საპარლამენტო არჩევნებზე სახალხო დამცველის აპარატის სადამკვირვებლო მანდატით და წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების მავნე პრაქტიკის პრევენციის საკითხებითაც დაინტერესდა.ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

იონათამიშვილი

პოლიტიკა 1718631592

ეს ყველაფერი ახალი არ არის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში - იონათამიშვილი პარტია „ახალზე“

როდესაც „ნაცობის“ ოცწლიანი სტაჟი გაქვს, თან ხელმძღვანელ პოზიციებზე ყოფნის და მერე გინდა საზოგადოება მოატყუო, რომ ახალი ხარ, ეს უკვე პოლიტიკური აფიორაა, რომელიც პირიქით, საბედისწერო შედეგამდე მიიყვანს, იმ ადამიანს, ვინც ასეთ ტყუილს იკადრებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პარტია „ახალზე“ საუბრისას განაცხადა.„შესაბამისად, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ახალი არ არის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის განშტოება, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ანუ, ამ აფიორის აქტითაც ის ჩანს მხოლოდ, როგორ არ იცნობენ ჩვენს საზოგადოებას, როგორი დაბალი წარმოდგენა აქვთ ხალხზე, რომ ჰგონიათ ასეთი მდაბიო ტყუილებით რაიმე წარმატებას მიაღწევენ. ამიტომ არავის უნდა გაუკვირდეს, როდესაც ასეთ რამეს კადრულობს ადამიანთა ჯგუფი, რომ საზოგადოება მათ შესაბამის განაჩენს გამოუტანს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.