1781203832
მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად მამაკაცმა სახლი გაყიდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ინგლისის ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე ერთგულმა გულშემატკივარმა სახლი გაყიდა.
როგორც 62 წლის ენდი მილნი ამბობს, მას მუნდიალის ყველა მატჩის ნახვა სურდა. ამისთვის კი სოლიდური თანხა იყო საჭირო. ამიტომ, დიდ ბრიტანეთში მდებარე მეორე საცხოვრებელი გაყიდა.
ენდისთვის ეს რიგით მეათე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელსაც აქტიურად ესწრება. ის აშშ-ში დაახლოებით შვიდ კვირას გაატარებს და საყვარელ ნაკრებს უგულშემატკივრებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, თუ როგორ ალაგებს ის ჩემოდანში ინგლისის ნაკრების მაისურებს. ენდი აღნიშნავს, რომ თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და ჩემპიონატის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.












