სოციალური პლატფორმები Facebook, Messenger, Instagram გაითიშა
1781272349
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე 6 პირის პროცესი გაიმართა. სხდომაზე გაირკვა, რომ ბრალდებული ზაქრო ალბუთაშვილი ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს.
ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ადვოკატების ნაწილმა, ბრალდებულის ინტერესების დაცვაზე უარი თქვა. დანარჩენი პირები ბრალს არ აღიარებენ. 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული 64 პირიდან, სახელმწიფო ბრალდებას აღიარებით 21-მა უკვე მიმართა. მათთან 3 წლიანი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, 7 პირის განაჩენი, რომლებიც საპროცესო შეთანხმებას არ დათანხმდნენ, მომდევნო სხდომაზე გამოცხადდება.
"4 ოქტომბრის საქმეზე, ფაქტობრივად დავასრულეთ საქმის არსებითი განხილვის ეტაპი. უკვე ველოდებით ბრალდებულთა საბოლოო სიტყვას, რის შემდეგაც, უკვე მომდევნო პროცესზე გამოცხადდება მოსამართლის საბოლოო განაჩენი. ეს ის 7 პირია, რომლებიც არ დაეთანხმნენ საპროცესო შეთანხმებას და რომლებმაც აღიარებაზე უარი განაცხადეს", - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.