,,ილოცეთ ჩვენთვის” - დუეტი ,,ლეონი” მიმართვას ავრცელებს
1780044073
თბილი გულის, სიკეთისა და სიყვარულის მატარებელი ნამდვილი გურული ოლღა ბებია, ბლოგერმა გივიკი დიდიამ გააცნო და მთელ ქვეყანას შეაყვარა.
მხიარული, სიცოცხლით სავსე ბებოს შესახებ გივიკო დიდიამ სიუჟეტი მაშინ მოამზადა, როცა ოლღა 90 წლის იყო. ხალისით, მხნედ გამოიყურებოდა და გურული სახელდახელოდ სუფრის მასტერკლასიც ჩაგვიატარა.
ასაკის მიუხედავად, ისე მხნედ გამოიყურებოდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ასე მალე დატოვებდა წუთისოფელს.
„ამ სიუჟეტით გემშვიდობები, ჩემს გულში დარჩები სამუდამოდ” - წერს გივიკო და “რუსთავი-2”-ზე გასულ რეპორტაჟს აქვეყნებს.
„როგორ ყველას გვიყვარდა ოლღა ბებია, სამწუხაროა, სასუფეველი დაუმკვიროს უფალმა“
„როგორ მეწყინაა, გაანათლოს უფალმა მისი სული. როგორ ენერგიულად იყო, გივიკო რომ ესტუმრა...“
„როგორი ვაჟკაცური და ყოჩაღი ქალბატონი იყო, ყარაჩოღელი შევარქვი, ნათელში იყოს“
„რა თბილი ვიდეოა , ზურიკელა და ოლღა ბებია გამახსენდა კინოში ,რომ არის ნათელში ამყოფოს ღმერთმა“
„რა კაია ასეთი კარგი ვიდეო რომ დარჩება მის ახლობლებს სამახსოვროდ“
„გივიკო თქვენს სიუჟეტის გმირებს მართლაც ჩვენი ოჯახის წევრად ვთვლით. ძალიან მეწყინა ჟორა ბაბუას გარდაცვალება. ახლა ოლღა ბებიაც მიემატა. როდესაც შეგვიყვარდება ეს გმირები შემდეგ გულწრფელად გვწყინს მათი გარდაცვალება დრო მიდის კადრები რჩება