ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაცია

პოლიტიკა 1715275737

ბოთლები, ქვები, რკინის ნაჭრები, პოლიციელებზე თავდასხმა, ნივთებისა და შენობების დაზიანება - პოლიციამ აქციების მიმდინარეობისას 6 პირი დააკავა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სამართალდამცველს, სავარაუდოდ, ბლაგვ საგანს ესვრის, იდენტიფიცირებული და დაკავებულია. კადრები, 16 აპრილს, 9 აპრილის ქუჩაზეა გადაღებული. მასალაში ჩანს პოლიციელი, რომელიც მიღებული ტრავმის გამო შემთხვევის ადგილიდან გადის. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია და მას, დაზიანების გამო, ქირურგიული ჩარევა დასჭრიდა.აქციის დაშლისას, ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა 7 სამართალდამცველი. მათ შორის, მძიმე დაზიანება მიიღო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, რომელსაც ნასროლმა საგანმა თვალი დაუზიანა. მას პირველადი დახმარება ჩიტაძის ქუჩაზე, სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.გამოძიების ვერსიით, დემონსტრანტების მერ ნასროლი საგანი პარლამენტის შიდა ეზოში მდგარ მეხანძრე მაშველს მოხვდა. უწყების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი მაშინ დაშავდა, როდესაც დემონსტრანტების ნაწილი ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას ცდილობდა.გამოძიების ინფორმაციით, დემონსტრანტები პოლიციელების წინააღმდეგ ბოთლებს, ქვებს, რკინის კონსტრუქციებსა და მხუთავ ნივთიერებებს იყენებდნენ. მათივე ცნობით, ექვსივე დაკავებულის მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, მათ შორის, კამერების ჩანაწერები და მედიაში საჯაროდ გავრცელებული მასალა.ოფიციალური ვერსიით, დაკავებულები არიან ის პირებიც, ვინც, 1-2 მაისს, რუსთაველზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერები დააზიანეს. სხვისი ნივთის დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ. ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა ადმინისტრაციული შენობები, ქუჩის ინფრასტრუქტურა და უწყების კუთვნილი ავტომობილები დააზიანეს. ცდილობდნენ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრასაც.დაკავებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება. საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ შესაძლო კანონდარღვევებზე გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა დეპარტამენტმაც დაიწყო. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მონაწილეობის, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე გამოკითხვები უკვე დაწყებულია. სამართალდამცველები საგამოძიებო უწყებაში ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებსაც დაიბარებენ.საპროტესტო აქციებზე მომხდარ ყველა კანონდარღვევას სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება - ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიცია, ამ დრომდე, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს სწავლობს."უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ ერთხელ მიმართა. უწყება პროტესტის მონაწილეებს აქციების მშვიდობიანად ჩატარებისკენ მოუწოდებს.

პუტინი

მსოფლიო 1715275432

ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროების და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს

ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, განუცხადა.სომხური მხარის თხოვნით, რუსი მესაზღვრეები ირანისა და თურქეთის საზღვართან დარჩებიან.ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრა კრემლში გუშინ საღამოს გაიმართა. 

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1715275308

დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება - პრემიერი

"ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ევროკავშირის წარმატებაში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს,"- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელიც ევროპის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა."1950 წლის 9 მაისს, ხელი მოეწერა შუმანის დეკლარაციას, რითაც ევროკავშირის დაფუძნებას ჩაეყარა საფუძველი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა დაეფუძნა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, რაშიც განსაკუთრებული როლი ევროკავშირმა და მისმა ინსტიტუტებმა შეასრულა. ხანგრძლივმა მშვიდობამ ევროკავშირს მისცა ეკონომიკის თანმიმდევრული განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება.ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ევროკავშირის წარმატებაში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს!"-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ალი

პოლიტიკა 1715275236

"კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად, საპროტესტო მოძრაობებისთვის ბიტკოინით დონაცია სჯობს" - ვრცელდება მორიგი ფარული ჩანაწერი

For.ge მორიგ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჩანაწერში ფიგურირებს უცხოელი ტრენერი, რომელიც საუბრობს პროტესტის დაფინანსების წყაროებზე და ხსნის ამ პროცესში კრიპტოვალუტის უპირატესობებს. "მაგალითად, როდესაც ვინმეს სურს საპროტესტო მოძრაობებს თანხა შესწიროს (მოახდინოს დონაცია) თან შეინარჩუნოს კონფიდენციალურობა, იცით, როდესაც ჩვეულებრივი საკრედიტო ბარათით ახდენ დონაციას საპროტესტო მოძრაობებისთვის, მთავრობის მიერ პროტესტის შესუსტების შემდეგ, მათ შეუძლიათ მიმართონ ბანკებსა და საკრედიტო კომპანიების და მათგან მიიღონ ინფორმაცია შენი სახელის შესახებ. ამის მერე კი შეიძლება მათ პოტენციურად სამიზნედ იქცე, შესაძლოა, დაგკითხონ და დაგაპატიმრონ კიდეც. საპროტესტო მოძრაობებისთვის ბიტკოინით დონაციის შემთხვევაში კი, ეს შეგიძლია გააკეთო კონფიდენციალურობის დაცვით, იყიდო ბიტკოინი (ელექტრონული ვალუტა) და გაუგზავნო საპროტესტო მოძრაობებს.ვფიქრობ, დღეს ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მაგალითი. გუშინ ღამით თბილისში ვიყავი და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქუჩაში, უამრავი ჩვეულებრივი ადამიანის პროტესტმა.ბიტკოინი გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ გაგვეგზავნა ფული უკრაინაში პროტესტის მხარდასაჭერად, ჰუმანიტარული დახმარებისთვის "მაიდნის" პროტესტის მონაწილეთათვის საკვების, წყლისა და მედიკამენტების საყიდლად." - ამბობს უცხოელი ტრენერი. 

არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა 1715274497

საქართველოს თუ რამე აყენებს სახიფათო გზაზე - ეს არის დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, გადაწყვეტილების მიღების იძულება და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის მხარდაჭერა - არჩილ თალაკვაძე

სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე, თანაცხოვრება ჩვენს მოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არასდროს განმეორდება! - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე.თალაკვაძის თქმით, საქართველოს თუ რამე აყენებს სახიფათო გზაზე - ეს არის დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, გადაწყვეტილების მიღების იძულება და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის მხარდაჭერა."10 წელი ელოდნენ ამ თაობას, რომელსაც არ უნახავს და ბუნებრივია, მძაფრად ვერ ემახსოვრება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური კოშმარი.ახლა, როცა ისინი სრულწლოვანები და მომავლის ენერგიით სავსენი არიან - ქუჩაში გამოსვლისკენ, პოლიციასთან შეტაკებისკენ, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევისკენ, გზების გადაკეტვისა და საცობში მყოფი მოქალაქეების შეურაცხყოფისკენ, საკუთარი ქვეყნის პარალიზებისკენ მოუწოდებენ.დემოკრატიის წესებს, არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსიის და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას კი არ უხსნიან - არამედ, პირდაპირ, უხეში დაპირისპირების წინა ხაზზე აყენებენ, თვითონ კი უკანა რიგებში, ოფისებში არიან ჩასაფრებული, დესტაბილიზაციის გეგმებს განიხილავენ და ფულით, ინვენტარით და შეძახილებით ამარაგებენ ახალგაზრდებს, ბავშვებს. მოუთმენლად ელიან, მოხდეს დაპირისპირება, რომ როგორმე სასურველი სურათი მიიღონ, რითაც ჩვენი საზოგადოების ემოციებზე ადვილად მოახდენენ გავლენას.სრულიად აშკარაა უხეში ჩარევა დემოკრატიაში და საინფორმაციო შეტევა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაზე - როცა თეთრზე შავს გიმტკიცებენ და ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიას - რუსულს არქმევენ.საქართველოს თუ რამე აყენებს სახიფათო გზაზე - ეს არის დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, გადაწყვეტილების მიღების იძულება და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის მხარდაჭერა.ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, კანდიდატის სტატუსი; თანამედროვე, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ჯარი; რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეები ევროსასამართლოში და ჰააგაში, სადაც საქართველომ გაიმარჯვა და რუსეთი გამტყუნდა - ეს მნიშვნელოვანი ნაწილია ევროინტეგრაციის გზაზე იმ რეალური პროგრესისა და მე ვიტყოდი ისტორიული ფაქტებისა, რომელიც სწორედ ჩვენს ხელისუფლებას უკავშირდება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ "ქართულმა ოცნებამ" შეიტანა 78-ე მუხლი კონსტიტუციაში, რომლითაც კიდევ უფრო განმტკიცდა ჩვენი ხალხის ისტორიული, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი.სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე, თანაცხოვრება ჩვენს მოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არასდროს განმეორდება!ამ ფონზე, მინდა იცოდეთ ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ - პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ელოდება მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე!“ - წერს თალაკვაძე.