VIDEO: ამ წუთებში შსს-ში ბრიფინგი იმართება

ბრიფინგი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს. განცხადება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა გააკეთა. 

"აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შსს-ს თანამშრომლები და ასევე განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები. საზოგადოებამ კარგად იხილა როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის შენობაზე განთავსებულ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებსა და მერიის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა ნივთებს", - განაცხადა თამაზაშვილმა.