ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება - კახა კალაძე

კახა კალაძე

რაც არ უნდა სახელები გადაირქვან, ეს ადამიანები თავიანთი შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით იგივე ადამიანები რჩებიან - ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუკი რამე სიბინძურე, ბოროტება არსებობს, ამ ადამიანებმა შეიძლება ყველაფერი იკადრონ.

„ესენი არიან დაჯგუფება, რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან. თუკი რაიმე სიბინძურე, ბოროტება არსებობს, შეიძლება ყველაფერი იკადრონ, გააკეთონ. ასეთები იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, გამოირჩეოდნენ ძალიან დიდი ბოროტებით, უდიდესი სიბინძურით, რასაც აკეთებდნენ და როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდათ ქართველი ხალხის მიმართ და დღესაც არ შეცვლილან, იმავეს აგრძელებენ. რაც არ უნდა სახელები გადაირქვან, ეს ადამიანები თავიანთი შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით იგივე ადამიანები რჩებიან, იგივე მეთოდებით უბრალოდ, ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და რაც გააჩნიათ იმით ყველაფერ სიბინძურეს კადრულობენ და აკეთებენ. ეს არის მათი დამოკიდებულება სარწმუნოებაზე, საპატრიარქოზე, წარმატებულ ადამიანებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველთვის დამარცხდება ფაშიზმი, ყოველთვის დამარცხდებ რადიკალიზმი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.