„მეგონა პროექტს გარეთ „მეგობრებისგან“ მივიღებდით მსგავს გამხნევებას...“ - სალომე უშხვანის ძმა მიმართვას ავრცელებს

უშხვანი

„პრაიმ ჰაუსის“ ბოლო სეზონის მონაწილის სალომე უშვანის ძმა, მიმართავს ავრცელებს და „პრაიმ ჰაუსში“ „ლაიქ დისლაიქის“ ცერემონიას აფასებს.

„მადლობა სალსის და პაატას იმ ზრუნვის გამოხატვისთვის, რაც მათ დღეს სალოსა და ნიკოსადმი გამოავლინეს. 

დანარჩენებს: როცა ჩვენ დაგჭირდებით, მძიმე სიტუაციებში ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით მაინც.

ვინმეს ლაიქს არ ვავალდებულებ, მაგრამ სადაც პაატამ, ასე თუ ისე დაპირისპირებულმა მხარემ, გამოხატა ასეთი მზრუნველობა მეგონა პროექტს გარეთ ''მეგობრებისგან'' მივიღებდით მსგავს გამხნევებას.

პაატა, სალსი - მადლობა, გულიანების სახელით ჰუმანურობის გამოხატვისთვის“, - წერს ნიკოლაია ვეფხვია უშხვანი. 

შეგახსენებთ, რომ სალომე უშხვანი კლინიკაშია გადაყვანილი, მას „პრაიმ ჰაუსის“ სახლის დატოვება რამდენიმე დღით მოუწია და არც „ლაიქ დისლაიქის“ ცერემონიას დაესწრო.