მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ანსამბლი ,,შავნაბადა“ ფესტივალ ,,საახალწლო მუსიკალური შეხვედრების" ფარგლებში კონცერტს გამართავს!

12:37 12-06-2017
156

12 დეკემბერს,  19.00 საათზე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში  ანსამბლ „შავნაბადასკონცერტი ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების" მე-20 და კონსერვატორიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. „შავნაბადასთანერთად კონცერტზე მონაწილეობას მომღერალი სოფო გელოვანი, თბილისის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი ომარ ბურდული), გურჯაანის . მუღალაშვილის სახელობის გალობა-სიმღერის სკოლა და ,,გურჯაანიასევე ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის გალობა-სიმღერის სკოლისა და  (ავთო თურქია) ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ, შესაბამისად კონცერტი მეტად მრავალფეროვანი და ხალხმრავალიც იქნება. ეს ის შემთხევაა, როდესაც ანამბლ ,,შავნაბადასთან“ ერთად, სცენაზე ის ადამიანები იდგებიან ვინც წლების მანძილზე საინტერესო პროექტებში იღებდნენ მონაწილეობას.

2017 წელი შემოქმედებითად ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი იყო ანსამბლ ,,შავნაბადასთვის“, მიმდინარე წელს ანსამბლმა არაერთი კონცერტი გამართა როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. ზაფხულში, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ანსამლმა ,,შავნაბადამ“ თბილისის გოგონათა კამერულ გუნდთან ერთად  ექსპერიმენტული კონცერტი გამართა, რომელმაც მსემენლის დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. სექტემბერში ანსამბლმა ფესტივალ „შემოდგომის თბილისისფარგლებში ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში სოლო კონცერტი გამართა, მალევე ანსამბლმა უმასპინძლა   გუნდ ,,კანტაუს დუმოსსგემრანიიდან, რომელთან ერთადაც ორი კონცერტი გამართა თბილისის ევანგელისტურ-ლუთერანულ ტაძარში.  7  ნოემბერს ანსამბლი "შავნაბდა" თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მიწვევით, სკოლის დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე გაემგზავრა

 ანსამბლი 8 ნოემბერს, ევროპის საბჭოს სასახლეში,   ფორუმის მონაწილე ევროპელი ლიდერების,თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეებისა და ასეულობით ახალგაზრდა მონაწილის წინაშე წარსდგა. სპეციალურად ამ ვიზიტისთვის კომპოზიტორ მიშა მდინარაძის ავტორობით შეიქმნა ევროპის ჰიმნის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ბოლო ნაწილის, ახალი ვერსია, რომელიც "შავნაბადამ" ევროპის საბჭოს სასახლეში  საზეიმოდ შეასრულა. გახსნის ცერემონიაზე ასევე შესრულდა რამდენიმე  ხალხური სიმღერა და . კახიძის - მრავალჟამიერი.

სტრასბურგში ყოფნისას  ერთ-ერთ ტაძარში  ანსამბლ "შავნაბადას" სოლო კონცერტიც გაიმართა. ეს ის არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომელიც 2017წლის განმავლობაში ანსამბლმა ,,შავნაბადამ“ გამართა.

2017 წლის აქტივობები 12 დეკემბერს, კონსერვატორიაში გამართული კონცერტით არ დასრულდება. ანსამბლი ,,შავნაბადა“ 13 დეკემბერს გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ამჯერად მისი მასპინძელი უკვე გერმანული გუნდი ,,კანტაუს დუმოსი იქნება. ანსამბლები ერთობლივ კონცერტს ქალაქ ბერლინის გეთსმანის საკათედრო ტაძარში გამართავენ.

 

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი