ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

გიორგი სავანელი

პოლიტიკა 1715195717

„პირადად ჩემს მოსაზრებას თუ კითხულობთ, ძალიან კარგი იქნება, რომ რკინიგზა გადაიკეტოს...“ - გიორგი სავანელი

„პირადად ჩემს მოსაზრებას თუ კითხულობთ, ძალიან კარგი იქნება, რომ რკინიგზა გადაიკეტოს...“ - ამის შესახებ გიორგი სავანელმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

ვალუტა

ფინანსები 1715195575

რამდენად იყიდით დოლარსა და ევროს - ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6797 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6800 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8812 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8848 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.

ოკუპაცია

საზოგადოება 1715195400

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე  უკანონოდ დააკავეს.„ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“ - აცხადებენ სუს-ში.

ფული

ჰოროსკოპი 1715194468

ზოდიაქოს 8 ნიშანი, რომელსაც უახლოეს დღეებში ფინანსური კეთილდღეობა ელის

ზოდიაქოს 8 ნიშანი, რომელსაც მიმდინარე კვირაში ფინანსური კეთილდღეობა ელის:ვერძი არანაირი ფინანსური დისკომფორტი არ არის პროგნოზირებული. ფულის ზედმეტ ხარჯვას მაინც მოერიდეთ. ტყუპებიფულს სხვადასხვა რამეზე დახარჯავთ. შესაძლოა, პარტნიორისთვის რაიმე მდიდრული საჩუქარი შეიძინოთ. ლომიარ იქნება ფინანსური სირთულეები. ყველა ხარჯს წარმატებით გაართმევთ თავს. შესაძლოა ძვირად ღირებული ნივთიც შეიძინოთ.მორიელივალების გასტუმრებას შეძლებთ.  ფულს ჩადებდით ბიზნესში. ამ კვირაში უცნობ ადამიანებსაც დაეხმარებით.მშვილდოსანიამ კვირაში საკმარისად შეძლებთ თქვენი ყველა ხარჯის გასტუმრებას.  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახლისთვის ძვირად ღირებული ნივთების შეძენას შეძლებთ.თხის რქაამ კვირაში ფულადი პრობლემები არ გელოდებათ. საკუთარი თავისთვის ძვირად ღირებული საჩუქრის გაკეთებასაც კი შეძლებთ.მრეწყულისიამოვნებით დახარჯავთ ფულს გართობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობაზე. შეიძლება მეუღლეს კარგი საჩუქარი გაუკეთოთ საბოლოო ჯამში, კარგი კვირაა.თევზებიფულის მხრივ ამ კვირაში არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ, მშობლებს შეგიძლიათ რაიმე ძვირფასი აჩუქოთ.

ნოდარ ტურძელაძე

პოლიტიკა 1715193010

ნოდარ ტურძელაძე რადიკალურ ოპოზიციას: როგორც არ უნდა ცდილობდეთ ხალხის შეცდომაში შეყვანას, არაფერი გამოგივათ - ჩვენი საზოგადოება იმაზე ბევრად ჭკვიანია, ვიდრე თქვენ გგონიათ, არ აგარევინებთ!

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნოდარ ტურძელაძე, For.ge-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს აფასებს, სადაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები სხვადასხვა ადამიანებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ და აქციების ძალადობრივ განვითარებაზე საუბრობენ. დეპუტატის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი გამოუვა, ვინაიდან ქართული საზოგადოება იმაზე გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე მათ ჰგონიათ."როგორც არ უნდა ცდილობდეთ ხალხის შეცდომაში შეყვანას, არაფერი გამოგივათ - ჩვენი საზოგადოება იმაზე ბევრად ჭკვიანია, ვიდრე თქვენ გგონიათ! არ აგარევინებთ!" - წერს ნოდარ ტურძელაძე სოციალურ ქსელში.