ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ჰერჩინსკი

პოლიტიკა 1715278360

საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია - შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ - პაველ ჰერჩინსკი

საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია - წინ საქართველო, წინ! - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ათონელის ქუჩაზე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ელჩმა მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა და ევროპის დღე მიულოცა."დღეს, ტრადიციულად ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას. დღეს, ჩვენ, ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურით და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაც. მთავარია პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა შარშან.სანუკვარი მიზანი, რომლისკენაც თაობები წლებია შეუპოვრად მიისწრაფვიან, არასდროს ყოფილა ასე ახლო. სხვადასხვა დროს, მათი სიმამაცისა და თავდადების მაგალითები მრავალმა კადრმა შემოინახა. როგორც შეიძლება მათი შემხედვარე იგივე მიზანს არ ემსახურო. ზღვა შესაძლოა, ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო შენი გემი ევროპისკენ დაძრულია. შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ. შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ. გილოცავთ ევროპის დღეს“. წინ საქართველო წინ, წინ საქართველო წინ!“, - თქვა დიპლომატმა.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1715278143

გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე აუდიტორიას ინგლისურ ენაზე მიმართა, მაშინ როცა მან გერმანიაში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ვითომ პროტოკოლურად დაუწუნა გერმანულად საუბარი

ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქმედება შეაფასა, რომელმაც ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე აუდიტორიას ინგლისურ ენაზე მიმართა, მაშინ როცა მან გერმანიაში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ვითომ პროტოკოლურად დაუწუნა გერმანულად საუბარი.აბაშიძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ფარისევლობაში არაერთგზის მხილებულია და რომ სწორედ ამგვარ სამარცხვინო თვალთმაქცობასა და უტიფრობას ეწოდება „პარიზული ხანუმობა".„წყაროები: სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili -ის Facebook & "ტვ პირველის" Youtube გერმანიაში ვიზიტისას, ე.წ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ვითომ პროტოკოლურად დაუწუნა გერმანულად საუბარი. 9 მაისს, თბილისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე, ფარისევლობაში არაერთგზის მხილებულმა სალომე ზურაბიშვილმა აუდიტორიას ინგლისურ ენაზე (ქართველი თარჯიმნის მეშვეობით და არა პირიქით) მიმართა. მანამდე, რა ენაზე გააკეთა განცხადებები ფსევდო-პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე, მის უცხოელ კოლეგებთან? სწორედ ამგვარ სამარცხვინო თვალთმაქცობასა და უტიფრობას ეწოდება "პარიზული ხანუმობა"“ - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანძა

პოლიტიკა 1715277486

თბილისში ევროპის დღეს აღნიშნავენ - მიღებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწნენ

თბილისში ევროპის დღეს აღნიშნავენ. სპეციალურად ამ დღისთვის, ევროკავშირის ელჩის მასპინძლობით, რუსთაველის თეატრში, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გალა კონცერტს მართავს.მიღებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ყველა, გარდა სახელისუფლებო გუნდისა.ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლიდან აღნიშნავს და იგი ფრანგ დიპლომატს, რობერტ შუმანს უკავშირდება, რომელმაც პირველმა წამოაყენა იდეა ევროინტეგრაციის შესახებ.

მემორიალი

პოლიტიკა 1715277411

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - კიკვიძის პარკში ფრონტზე დაკარგული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღიდან 79 წელი გავიდა. 9 მაისს, დედაქალაქის გარდა, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონშიც აღინიშნავენ.კიკვიძის პარკში ვეტერანები შეიკრიბნენ და ფრონტზე დაკარგული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.ფაშიზმზე გამარჯვების დღეს საქართველოში წელს 74 ვეტერანი აღნიშნავს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით, 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.დღეს, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. მასთან ერთად, იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ალი

პოლიტიკა 1715277281

ფარული ჩანაწერების ახალი სერია და უცხოელი ტრენერი, რომელიც აქციების დაფინანსების უსაფრთხო ვარიანტებზე საუბრობს - როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პროტესტის დაფინანსების წყაროებსა და მეთოდებს ეხება აუდიოჩანაწერი, რომელიც დღის ბოლოს გავრცელდა. სააგენტო For.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში, სავარაუდოდ, უცხოელი ტრენერი ფიგურირებს. ის დაინტერესებულ პირებს იმ სქემას უხსნის, რომელიც პროტესტის ფარულად დონაციის შესაძლებლობას იძლევა. აუდიომასალაში მოსაუბრე ალექსი ლიდ არის წარმოდგენილი. ის აქციების ბიტკოინის საშუალებით დაფინანსების უპირატესობებზე საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი მეთოდი უკრაინაში ”მაიდნის” მოვლენების დროსაა აპრობირებული.2 დღის განმავლობაში გამოქვეყნებული ჩანაწერების შინაარსი მხოლოდ პროტესტის დაფინანსების გზებს არ ეხება. ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საუბრების შინაარსი მათ გეგმებსაც მოიცავს. ზოგიერთ ჩანაწერში სავარაუდო ფიგურანტების მხრიდან გაისმა ისიც, რომ პოლიციელებზე აქციის მონაწილეებმა ფიზიკურად იძალადეს. მასალების მიხედვით, მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობდა ქალაქის პარალიზების აუცილებლობაზე - სტრატეგიულად სად იყო სასურველი გზების გადაკეტვა, რამდენად მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა და რომ პროტესტის ნაწილია დაკავებებიც, მათ შორის - მძიმე დაზიანებების მიღებაც.გამოქვეყნებულ მასალები რომ შესაბამისი უწყებების მოკვლევის საგანია, ამაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება კანონდარღვევა - აუდიო ჩანაწერებით უკვე გამოძიება დაინტერესდება.გავრცელებულ ჩანაწერებში არაერთი მასალა გამოქვეყნდა, სადაც, სავარაუდოდ, "ახალის" ლიდერები ფიგურირებენ. ერთ-ერთ აუდიომასალაში საუბარი სარწმუნოებასა და პატრიარქზეა.უკანონო მიყურადება და მონტაჟი - ასეთია ნიკა მელიას პასუხი, ნიკა გვარამია კი ავთენტურობას არ ადასტურებს და მასალებს ფაბრიკაციას უწოდებს.საპარლამენტო უმრავლესობაში გვარამიას ეკლესიისა და პატრიარქისადმი დამოკიდებულება არ უკვირთ. ამბობენ, რომ ამ საკითხებზე მისი პოზიციები წარსულშიც ახსოვთ.პროცესების ესკალაციაა სახელისუფლებო პარტიისთვის ის აუდიოჩანაწერიც, რომელიც, ამ შემთხვევაში, ზურა ჯაფარიძის მონაწილეობით გამოქვეყნდა. ჯაფარიძე ერთ-ერთ მასალაში საუბრობს მომიტინგეების დიდი რაოდენობის აუცილებლობაზე, რაც, მისივე თქმით, შესაძლებლობა იქნება სხვადასხვა გზებით სახელმწიფო უწყებებში შესვლის. აუდიოჩანაწერის ფიგურანტი შინაარს ადასტურებს და ამბობს, რომ იმავე აზრზეა და გავრცელებული დიალოგი, დაახლოებით, 2 წლის წინ შედგა.გავრცელებული ჩანაწერების შინაარსი სახელისუფლებო ძალისთვის ოპოზიციის რადიკალიზმზე მიუთითებს. "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, ქვეყანაში გამოხატვის უფლება დაცულია, თუმცა ის კანონს არ უნდა გასცდეს.ჩანაწერებს, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების საუბრებს ასახავს, საინფორმაციო სააგენტო For.ge აქვეყნებს.