პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბიოტექნოლოგიური კომპანიის ცნობით, პირველად სამედიცინო თვალსაზრისით, იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე სამი ადამიანის სისხლში CRISPR გენი შეიყვანეს, რამაც მათი სიმპტომები შეამსუბუქა.
კომპანიის საცდელ კვლევაში მონაწილე ორი ადამიანი იმდენად კარგად გრძნობს თავს CRISPR-ის ერთი ინექციის შემდეგ, რომ მათ აღარ სჭირდებათ წამლები მდგომარეობის გასაკონტროლებლად.
კლინიკური მონაცემები „შთამბეჭდავია“ და „მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ სფეროსთვის“,- ამბობს ფიოდორ ურნოვი, CRISPR-ის მკვლევარი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.
გასულ წელს საეტაპო კვლევაში, Intellia-მ და პარტნიორმა Regeneron-მა განაცხადეს, რომ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანებში, CRISPR წამალმა შეაჩერა ღვიძლის ცილების დაგროვება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნერვული ტკივილი, დაბუჟება და გულის პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ცილის დაშლა ხანგრძლივი პროცესია, კომპანიას ჯერ არ დაუდასტურებია გაუმჯობესდა თუ არა პაციენტების სიმპტომები. თუმცა, მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპების გამოკვლევისთვის სარგებელი სწრაფად გამოჩნდა, იუწყება Intellia.
ამასთან, ორ პაციენტს, რომლებსაც აღენიშნებოდათ შეშუპების ერთი-სამი შემთხვევა თვეში, არ ჰქონდათ შეტევები მკურნალობის შემდეგ. მესამეს კი, რომელსაც თვეში შვიდამდე შეტევა ჰქონდა, მსგავსი შეტევები შეჩერდა 10 კვირის შემდეგ.
მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპების მქონე ადამიანებში სტრესმა, ავადმყოფობამ ან ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ბრადიკინინის მაღალი დონე, ასევე გამოიწვიოს კიდურების, მუცლის ან თუნდაც ყელის ძლიერი შეშუპება, რამაც შეიძლება დაახრჩოს ადამიანი.
როგორც ლონგჰერსტი ამბობს, მისი გუნდის პაციენტები ამბობენ, რომ მათი „სიცოცხლე შეიცვალა“. მათ უკვე შეუძლიათ სპორტდარბაზში სიარული, აღარ აშინებთ გაციება და კორონავირუსი, რაც მტკინვეულ შეშუპებას იწვევს.