პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი კორეელი მეცნიერების კვლევაზე წერს, რომელიც დაკავშირებულია კიბოს და ყველა კიბოს განვითარებას შორის კავშირის გამოკვლევაზე.
„ახლახან კორეელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მეტად საინტერესო კვლევის შედეგები. კვლევის მიზანი იყო ალკოჰოლის მოხმარების შემცირების, შეწყვეტის ან გაზრდის და ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს და ყველა კიბოს განვითარებას შორის კავშირის გამოკვლევა.
პოპულაციაზე დაფუძნებული კოჰორტულმა კვლევამ გააანალიზა კორეის ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნულ სამსახურში დარეგისტრირებული ზრდასრული ბენეფიციარები (40 წელზე უფროსი ასაკის) რომლებმაც გაიარეს ჯანმრთელობის ეროვნული სკრინინგი 2009 და 2011 წლებში და რომლებზეც ჰქონდათ ხელმისაწვდომი მონაცემები ალკოჰოლის მიღების სტატუსის შესახებ.
ალკოჰოლის მოხმარების დონე, რომელიც მითითებული იყო სკრინინგის კითხვარებში იყოფოდა შემდეგ კატეგორიებად: არცერთი (0 გ/დღე), მსუბუქი (<15 გ/დღე), ზომიერი (15-29,9 გ/დღე) და მძიმე ( ≥30 გ/დ ალკოჰოლის მიღება.
პირველად გამოსავლად აღებული იქნა ახლად დიაგნოზირებული ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბო (მათ შორის თავისა და კისრის, საყლაპავის, კოლორექტუმის, ღვიძლის, ხორხის და ქალის სარძევე ჯირკვლის კიბო), ხოლო მეორად გამოსავლად იყო ზოგადად ყველა ახლად დიაგნოზირებული კიბო (ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გარდა)
4513746 მონაწილეს შორის (საშუალო ასაკი, 53.6 წელი; 2324172 [51.5%] მამაკაცი), კიბოს სიხშირე იყო 7.7 - 1000 ადამიანზე წელიწადში საშუალოდ 6.4 წლის განმავლობაში დაკვირვების დროს. სასმელის მიღების ჯგუფების შედარებისას, ალკოჰოლის მზარდად მიღების ჯგუფს სხვა ჯგუფებთან შედარებით ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს და ზოგადად ყველა კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკი აღმოაჩნდათ.
ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს გაზრდილი სიხშირე ასოცირებული იყო ალკოჰოლის მიღების დოზასთან; მათთვის ვინც სასმელის არმიღებიდან გადავიდა მსუბუქ მიღებაზე (მორგებული საფრთხის კოეფიციენტი იყო 1.06), ვინც გადავიდა ზომიერზე (1.18) ხოლო მძიმე მიღებაზე (1.23-1.45) ანუ აღმოაჩნდათ კიბოს დიაგნოსტირების უფრო მაღალი რისკი, ვიდრე მათ, ვინც არ სვამდა.
სასმელის ზომიერი დონის მქონე პირებს, რომლებმაც თავი დაანებეს ალკოჰოლს, ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს რისკი აღმოაჩნდათ უფრო დაბალი (aHR, 0.92-0.99), იმათთან შედარებით ვინც შეინარჩუნა ალკოჰოლის მიღების დონე.
სასმელის მუდმივად მძიმედ მიღების ჯგუფთან შედარებით, ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბო შემცირდა სასმელის მიღების როგორც ზომიერ დონეზე გადასვლისას (ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბო: aHR, , 0.86-0.97]; ყველა კიბო: aHR, 0.92-0.99]) ისევე კიდევ უფრო მეტად მსუბუქი დონეზე გადასვლის შემთხვევაშიც (ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბო: aHR, 0.86-0.98; ყველა კიბო: aHR, 0.89-0.96])
ამ კვლევის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ალკოჰოლის მოხმარება დაკავშირებულია ალკოჰოლთან და ყველა კიბოს უფრო მაღალ რისკთან, მაშინ როცა მუდმივი თავის დანებება და ალკოჰოლის დალევის შემცირება ასოცირდება ალკოჰოლთან და ყველა კიბოს დაბალ რისკებთან.
ასე რომ, კიბოს პროფილაქტიკისთვის ალკოჰოლის მიღების შემცირებას და სრულად შეწყვეტას ქვეყნის ალკოჰოლის პოლიტიკის მეშვეობით ყველანაირად უნდა შეეწყოს ხელი.“ - წერს ზაზა წერეთელი კვლევაზე დაყრდნობით.