რა გამოკვლევებს აფინანსებს სახელმწიფო - ამ პროგრამით სარგებლობა ყველას შეგიძლიათ

ექიმი

საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ამ პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის ფინანსური უზრუნველყოფა შექმნას.

პაკეტები პროგრამაში ჩართული კატეგორიების მიხედვით განსხვავებულია. უფრო ზუსტად კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ:

👉 პირები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" და მინიჭებული აქვთ 70 000-დან-100 000 სარეიტინგო ქულა;

👉 6-დან 17 წლის (ჩათვლით) ასაკის პირები;

👉 წლიური 40,000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები;
თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ან სხვ. პირები.

👉 გამოყოფილია მიზნობრივი ჯგუფები, როგორებიცაა ვეტერანები, პენსიონერები, შშმ პირის სტატუსის მქონე ადამიანები.

პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება, საქართველოს მასშტაბით.

როგორ მოხდება მოსახლეობის რეგისტრაცია მომსახურების მისაღებად?


გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის, მოსარგებლეს შეუძლია დარეგისტრირდეს სურვილისამებრ შერჩეულ მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში (სპეციალურად შემუშავებული, სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსების საფუძველზე).

ამასთან, რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ. პროგრამით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, რეგისტრირებული იყოს მხოლოდ ერთ კლინიკაში - გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, იმ პოლიკლინიკაში მისვლისას, სადაც ადამიანი საცხოვრებელი ადგილის მიხედვითაა რეგისტრირებული, პაკეთით გათვალისწინებული მომსახურების მიღება წინასწარი განცხადების გარეშე შეუძლია.

გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მისაღებად არ არსებობს რაიმე შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულების არჩევისას.


6-დან 17 წლის (ჩათვლით) ასაკის პირებისთვის საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგს:

წლიური 40,000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირებისთვის საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგს:


თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ან სხვა პირებისთვის საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგს:

 
შემოსავლის მიხედვით დაყოფილი კატეგორიისათვის, არსებობს გარკვეული პირობები, როცა მათ დაფინანსების პარალელურად, თავადაც უწევთ თანხის გადახდა. კონკრეტულად კი:

თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლისა და სხვა პირებისთვის - თუ პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება 500 ლარს, შემთხვევის დაფინანსება განხორციელდება მოსარგებლის მიერ (ტარიფის არეალი ≤ 500ლ). ხოლო თუ პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა აღემატება 500 ლარს, პაციენტის თანაგადახდა შეადგენს პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის 30%-ს, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.

წლიური 40,000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირებისთვის - თუ პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება 1000 ლარს, შემთხვევის დაფინანსება განხორციელდება მოსარგებლის მიერ (ტარიფის არეალი ≤ 1000ლ). ხოლო თუ პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა აღემატება 1000 ლარს, პაციენტის თანაგადახდა შეადგენს პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის 30%-ს, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.

თუ მოქალაქეს ინდივიდუალურად დააინტერესებს, რა ტიპის სადაზღვეო პაკეტი ეკუთვნის სახელმწიფოსგან და რა ხარჯებს ითვალისწინებს ის, შეუძლია დარეკოს სამინისტროს ცხელ ხაზზე, 15 05-ზე, და პირადი ნორმის საფუძველზე, პროგრამაში გადაამოწმებენ, კონკრეტულად, რითი სარგებლობა შეუძლია.