პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მეცნიერებმა შეიმუშავეს სისხლის ტესტი, რომელიც კიბოს სიმპტომების გამოვლენამდე ავლენს. ინფორმაციას Guardian ავრცელებს.
Pathfinder-ის კვლევა, რომელშიც 50 წელზე უფროსი ასაკის 6 600 ზრდასრული იყო ჩართული, სისხლის ტესტით კიბოს გამოვლენის შედეგებს იკვლევდა. შედეგად ტესტმა სახელწოდებით Galleri აღმოაჩინა კიბო ისეთ პირობებში, სადაც სხვა ტესტები მას ვერ აფიქსირებდნენ. GRAIL-ის მიერ შემუშავებული ეს ტესტი, საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ კიბო ადრეულ ეტაპზე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მისი მკურნალობა ყველაზე მარტივია.
I და II სტადიაზე გამოვლენილ კიბოს მნიშვნელოვნად მაღალი გადარჩენის მაჩვენებელი აქვს. შესაბამისად, მათ ადრეულ დიაგნოსტიკას ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტად აქცევს მსოფლიოში 10 მილიონი კიბოთი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.
მთლიანი ნიმუშიდან ტესტმა აღმოაჩინა კიბო მოხალისეთა დაახლოებით 1 პროცენტში. აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილია კიბოს ისეთი სახეობები, რომლებისთვისაც არ არსებობს ამჟამინდელი სკრინინგის მეთოდები.
საბოლოოდ, კიბოს დადგენის ახალ მეთოდს 97 პროცენტიანი სიზუსტე ჰქონდა, რაც მაღალი მაჩვენებელია სტანდარტულ სკრინინგთან შედარებით.