რა ემართება ადამიანის ცნობიერებას როდესაც კვდება - მეცნიერების მიერ დადგენილი რამდენიმე ფაქტი

მოხუცი პაციენტი

ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ის სიკვდილზე იწყებს ფიქრს, – იმ საბედისწერო დღეზე, როდესაც ცხოვრება ერთ გაელვებაში დასრულდება... და როგორი იქნება ეს გაელვება?

ამ საკითხებზე მეცნიერები უკვე დიდი ხნის მანძილზე მუშაობენ.

 

რა ემართება ადამიანის ცნობიერებას როდესაც ის კვდება?

თანამედროვე მეცნიერება თვლის, რომ ცნობიერება ტვინის მოქმეტების გვერდითი შედეგია: ტვინი ნერვული მოქმედებით ქმნის ცნობიერებას და მისი სიკვდილის შემდეგ, ცნობიერებაც კვდება და მასთან ერთად ყველაფერი, – ადამიანს მიერ მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნა. მაგრამ, ცნობიერების საკითხი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

ცნობიერებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს, რომლის მიხედვით, ის არ არის სიცოცხლის განმსაზღვრელი ფაქტორი და სიცოცხლე არ არის ცნობიერების არსებობის გარანტი. მაგ., საერთო ანესთეზიის დროს, პაციენტი დამოუკიდებლად სუნთქავს, მაგრამ ცნობიერება გათიშული აქვს. ამასთან, კლინიკური სიკვდილის შემდეგ, რეანიმირებული პაციენტები ზუსტად აღწერენ ყველაფერს, რაც ოთახში ხდებოდა, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ისინი გარდაცვლილებად ითვლებოდნენ. შესაძლებელია, სიცოცხლესა და ცნობიერებას შორის კავშირი ისეთი მტკიცე არ არის, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, ან იქნებ, მათ შორის კავშირი საერთოდ არ არსებობს?

მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, ცნობიერება დიაპაზონური თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ და არა გადამრთველივით, რომელიც ხან ითიშება და ხან ირთვება. და შეიძლება, ცნობიერებაც ისევე ნელა-ნელა ქრება, როგორც სიცოცხლე ორგანიზმიდან...

 

ტვინი

გავრცელებული აზრის მიუხედავად, ტვინი – უკანასკნელი ორგანო არ არის, რომელიც სიკვდილის მომენტში წყვეტს ფუნქციონირებას. როგორც წესი, სხეული უფრო გვიან კვდება, ვიდრე ტვინი.

ქვეყნების უმრავლესობაში, «ტვინის სიკვდილად» მოგრძო ტვინის ნულოვანი აქტივობის მომენტი ითვლება, რადგან მისი შეჩერებით, ორგანიზმში არსებული ყველა სისტემა ჩერდება. ითვლება, რომ გულის გაჩერების შემდეგ, ტვინი მხოლოდ 6 წუთი ცოცხლობს. მაგრამ, ეს ასე არ არის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავის ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილი ფუნქციონირებას წყვეტს, მაგრამ მოგრძო ტვინი ისევ აქტიურია, ადამიანის გარდაცვლილად გამოცხადება არ შეიძლება.

სიკვდილის მომენტში დაფიქსირებული, კიდევ ერთი საკამათო ფენომენი, –ჟანგბადის დეფიციტის ფონზე, ტვინის გააქტიურება არის. მინელების ნაცვლად, მისი მოქმედება უფრო ძლიერდება. როგორც კვლევამ აჩვენა, მომაკვდავ ძუძუმწოვრებზე (მომაკვდავ ადამიანებზე, ეთიკური მოსაზრებით, მსგავსი დაკვირვება არ ტარდება) მიერთებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის ეკრანზე, თავის ტვინის გამოსახულება ნათებას იწყებს და ფერად ფოიერვერკს ემსგავსება.

ეს პროცესი სრულად არ არის შესწავლილი, თუმცა თვლიან, რომ ის ქმნის იმას, რასაც ჩვენ სიკვდილისწინა მდგომარეობას ვეძახით – უცნაური შეგრძნებები, სურათები, ხმები, მოგონებები და სხვა განცდები. მოკლედ, ყველაფერი, რაზეც ადამიანები კლინიკური სიკვდილის შემდეგ ყვებიან.

 

ცნობიერება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, როდესაც ადამიანი სიკვდილისწინა მდგომარეობაშია, ტვინის მაღალი აქტივობის ფონზე, თავისებური შეგრძნებები ეუფლება. თუ ზებუნებრივი თეორიების უგულებელყოფას მოვახდენთ და კონკრეტულად შეგრძნებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, უნდა ითქვას, რომ ადამიანები, რომლებიც «სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლეს დაუბრუნდნენ», აღწერენ ალს, რომელიც უფრო მეტად კაშკაშა იყო, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში არის, ასევე არამიწიერი გემოს და სუნის შეგრძნებებს.

ზოგიერთი ამას იმქვეყნიურ სამყაროსთან კონტაქტად მიიჩნევს, მაგრამ მეცნიერების აზრით, ეს მოვლენა, სხვა არაფერია, თუ არა, სიკვდილის წინ, ტვინის სტიმულირების შედეგი. შეგრძნებების გაძლიერების და აღქმის თვალსაზრისით თუ განვიხილავთ მოვლენებს, უნდა ითქვას, რომ სიკვდილის მომენტში ადამიანი, ცოცხალებს შორის, ყველაზე ცოცხალია, რადგან მისი ტვინი სრული დატვირთვით მუშაობს. ხოლო, ცნობიერება, ვიდრე სხეულს დატოვებს, ბევრად უფრო ნათელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სრულად წაიკითხეთ intermedia.ge-ზე